ახალი ამბები

ქუთაისში სტადიონზე მატჩის დროს სარწყავი სისტემა ჩაირთო

19 ოქტომბერი, 2018 • 5386
ქუთაისში სტადიონზე მატჩის დროს სარწყავი სისტემა ჩაირთო

ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, საფეხბურთო მატჩის მიმდინარეობისას სარწყავი სისტემა ამოქმედდა. ამის შესახებ “ქუთაისიპოსტი” წერს.

სააგენტოს ცნობით, შემთხვევა “ტორპედოს” ფეხბურთელის, შოთა ბაბუნაშვილის გაცილების მატჩის დროს მოხდა.

მიწიდან ამოსულმა წყალმა ფეხბურთელები დაასველა, თუმცა თამაში გაგრძელდა.

როგორც “ქუთაისიპოსტს” კლუბის პრესსამსახურში განუცხადეს, სისტემა სტადიონზე შემთხვევით ჩაირთო.

მასალების გადაბეჭდვის წესი