“იმუშავეთ, ბიჭებო და გოგოებო, როდესაც პარლამენტში მიბარებთ, მოემზადეთ, რომ გქონდეთ კითხვები”, – ასე მიმართა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საპარლამენტო ოპოზიციის წევრებს ენმ-სა და ევროპული საქართველოდან.
წულუკიანის განცხადებით, იგი მზადაა პარლამენტში მივიდეს და ოპოზიციის შეკითხვებს უპასუხოს, თუმცა ერთი პირობით:
“იგივენაირი მოწიწებით და კდემომსილებით ვეახლები მათ, ოღონდ იმ პირობით, რომ უკეთესად შეასრულებენ თავის საშინაო დავალებებს ჩემთან შესახვედრად”, – განაცხადა წულუკიანმა. მისი აზრით, ევროპული საქართველო და ენმ ერთი ძალაა.