ახალი ამბები

10 ცენტრი ტექდათვალიერების ყალბ მოწმობას გასცემდა – საგამოძიებო სამსახური

19 ოქტომბერი, 2018 • 13466
10 ცენტრი ტექდათვალიერების ყალბ მოწმობას გასცემდა – საგამოძიებო სამსახური

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ტექნიკური ინსპექტირების 10 ცენტრი ინსპექტირების დადებითად გავლის ყალბ მოწმობებს გასცემდა.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ეს ცენტრები თბილისში, სამეგრელ-ზემო სვანეთში, კახეთში, იმერეთსა და მცხეთა-მთიანების რეგიონებში მდებარეობს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, რომ ეს ცენტრები ტექდათვალიერების დადებით ანგარიშებს გასცემდნენ როგორც კერძო, ასევე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ გაუმართავ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე. მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე გამოძიება და შესაბამისი ექსპერტიზა მიმდინარეობს.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მეორე და 221-ე მუხლის მეოთხე ნაწილებით დაიწყო, რაც თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი