ახალი ამბები

ანონსი: 29 აპრილი

29 აპრილი, 2014 • • 1261
ანონსი: 29 აპრილი

11.00 ნოდარ დუმბაძის სახელობის ბავშვთა ქალაქ “მზიურში” კოალიცია “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაცია  “ეკოლოგიური ტურიზმის განვითარების ცენტრთან ” ერთობლივად  დასუფთავების აქციას გამართავს.

 

11:00 ჯანდაცვის სამინსიტროში (აკ.წერეთლის 144), გაიმართება 2 წლიანი პროექტის -“პროფესიული ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების” პრეზენტაცია. პროექტს ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, ევროპის პროფესიული ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების სააგენტო ახორციელებს.

 

29 აპრილი
29 აპრილი

11:30 ასოციაცია „საქართველოს მოსამართლეთა ერთობა“ გამართავს ანგარიშის პრეზენტაციას,თემაზე: „მოსამართლეთა დანიშვნა, დაწინაურება, მივლინება, რეზერვი და საშტატო რიცხოვნობა“.

მისამართი: თბილისი, თ. ჭოველიძის ქ. N 10, (ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ ოფისი)

საკონტაქტო პირი: მარი ხურციძე – 555 711 228

12.00 ბავშვთა ქალაქ “მზიურში” დასუფთავების აქციაში ჩაერთვება კოალიცია “ქართული ოცნების” თბილისის მერობისკანდიდატი დავით ნარმანია

მისამართი:  ჭავჭავაძის , 37

საკონტაქტო პირი – სოფო მდინარაძე 577 58 50 58

12.00 “პრაიმტაიმის პრესკლუბში გაიმართება ანზორ ერქომაიშვილის, გიორგი დონაძისა და სიმონ ჯანგულაშვილის ბრიფინგი საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში ქართული გალობის მიმართულების დაარსების შესახებ.

 

12:00 ბაღდათის რაიონული გამგეობის შენობაშისასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე  გიორგი მიშელაძე  ფერმერებს შეხვდება.

 

12:00 სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია“-ში ენერგეტიკის მინისტრი – კახა კალაძე, ფინანასთა მინისტრი – ნოდარ ხადური და “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” რეაბილიტაციის მმართველი სულხან ზუმბურიძე ხელს მოაწერენ ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” 500-220 კილოვოლტიან მაღალი ძაბვის ქვესადგურისა და 220 და 500 კილოვოლტიანი ორჯაჭვა ხაზების მშენებლობას განახორციელებენ.

 

12:30 პრაიმტაიმის პრესკლუბში სუპერმარკეტების ქსელ „ფრესკოს“გენერალური დეირქტორი, ნინო აბსანძე  კომპანიის მისამართით მიზანმიმართულ , რეპუტაციის შემლახავ კამპანიასთან  დაკავშირებით საგანგებო განცხადებას გააკეთებს. აბსანძე   „ალია ჰოლდინგს“  სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებისკენ და მიზანმიმართული პროვოკაციებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს

 

12:30 “პირველ პრესკლუბში” “ახალი მემარვენეების” პოლიტიკური მდივანი მანანა ნაჭყებია პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: წინასაარჩევნო გარემო, ანტიდისკრიმინაციული კანონი. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ.

 

13:00 “პირველ პრესკლუბში” “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის”  თავმჯდომარე კახა კოჟორიძე პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: ანტიდისკრიმინაციული კანონი, ისევ გვისმენენ, ეს შენ გეხება.

მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ.

13:00 პრაიმტაიმის პრესკლუბში საკრებულოს წევრი კოკი იონათამიშვილი პრესკონფერენციას გამართავს

თემა: თვითმართველობის არჩევნები და სამომავლო გეგმები

15:00 საათზე, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი სოზარ სუბარი, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეთან და სამინისტროს სხვა წარმომადგენლებთან ერთად ბათუმის #3 დაწესებულებას გახსნის.

 

16:00 გოეთეს ინსტიტუტის დარბაზში გამომცემლობა ,,დიოგენე“ გიწვევთ საბავშვო ლიტერატურის კლასიკოსის, მიხაელ ენდეს ,,დაუსრულებელი ამბავის“ პრეზენტაციაზე. პრეზენტაციაზე წიგნიდან ფრაგმენტებს გერმანულ და ქართულ ენაზე წაიკითხავენ.

16.00 კოალიცია “ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია აბანოთუბანში, ჰეიდარ ალიევის სკვერში კრწანისის რაიონის მოსახლეობას შეხვდება

საკონტაქტო პირი – სოფო მდინარაძე 577 58 50 58

17:00 ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, ლატვიის საელჩო აწყობს იოჰან კრისტოფ ბროცეს ბალტიის ნახატებისა და აღწერილობების კოლექციის გამოფენას.

19:00 მწერალთა სახლი გიწვევთ საღამოზე “საუბრები შოთა ჩანტლაძის შემოქმედებაზე“. შოთა ჩანტლაძის შემოქმედების შესახებ ისაუბრებს აღმოსავლეთმცოდნე ზურაბ კიკნაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი