ახალი ამბები

“ოცნება”: თბილისის რაიონების დეპუტატობის კანდიდატების ვინაობა ცნობილი არ არის

28 აპრილი, 2014 • • 1199
“ოცნება”: თბილისის რაიონების დეპუტატობის კანდიდატების ვინაობა ცნობილი არ არის

კოალიციის საარჩევნო შტაბი აცხადებს, რომ როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების სიის ფორმირების პროცესი ამ დრომდე მიმდინარეობს და მათი ვინაობა საზოგადოებისთვის საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადებში გახდება ცნობილი.

  

ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ინფორმაციით, თბილისის რამდენიმე რაიონის “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის სავარაუდო კანდიდატები არიან: ვაკე – გიორგი მუსხელიშვილი, დიდი დიღომი – მაკა გვარამია, ლილო – გულიკო ზუმბაძე, თემქაზე – ჯაბა სამუშია, კრწანისი – გია კორკოტაშვილი, მთაწმინდა – ჯაბა ჯიშკარიანი, ჩუღურეთი – მელორ ვაჩნაძე, ზაჰესი – კობა კობალაძე, დიდუბე – ზაზა კოლელიშვილი. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი