დღევანდელი სავალუტო ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან 2 თეთრით, ევროსთან კი 1 თეთრით გაუფასურდა. ერთი დოლარის ოფიცლიაური ღირებულება 2.70 ლარი გახდა, ხოლო ერთი ევროს ოფიციალური კურსი 3.11 ლარია.
აქამდე მოქმედი კურსით დოლარი 2.68 ლარი, ერთი ევრო კი 3.10 ლარი ღირდა. ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურება 15 ოქტომბრიდან დაიწყო და 19 ოქტომბრის ჩათვლით აშშ დოლართან 7 თეთრით, ევროსთან კი 6 თეთრით გაუფასურდა.