ახალი ამბები

პირველი ექსპერიმენტული სკოლის ეზოში მოსწავლე შენობიდან გადმოვარდა

18 ოქტომბერი, 2018 • 3629
პირველი ექსპერიმენტული სკოლის ეზოში მოსწავლე შენობიდან გადმოვარდა

პირველი ექსპერიმენტული სკოლის ეზოში მოსწავლე შენობიდან გადმოვარდა. შემთხვევა გუშინ, 17 ოქტომბერს მოხდა.

როგორც “ნეტგაზეთს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მე-6 კლასელი ბავშვი პირველი ექსპერიმენტული სკოლის ეზოში არსებული ერთსართულიანი შენობის სახურავიდან გადმოვარდა. უწყებაში აცხადებენ, რომ ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შსს-ს ცნობით გამოძიება 124 მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი