ახალი ამბები

შსს: ჯეკპოტის მოგების მიზნით ჩადენილი დანაშულზე, დაკავებულია ფოსტის თანამშრომელი

26 აპრილი, 2014 • • 1156
შსს: ჯეკპოტის მოგების მიზნით ჩადენილი დანაშულზე, დაკავებულია ფოსტის თანამშრომელი

“გამოძიებამ დაადგინა, რომ 2014 წლის 18 აპრილს დავით ი–სთვის ცნობილი გახდა საქართველოს ლატარიის კომპანიის პირველი კატეგორიის პრიზის მომგებიანი ციფრები. იგი მუშაობდა საქართველოს ფოსტის ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის მონაცემთა ბაზის ადმინისტრატორად, მის სამსახურეობრივ მოვალეობაში შედიოდა საქართველოს ფოსტის და საქართველოს ლატარიის კომპანიის პროგრამული უზრუნველყოფა და მონაცემთა ბაზების ადმინისტრირება. მან ისარგებლა სამსახურეობრივი მდგომარეობით, ვინაიდან შეუფერხებლი წვდომა ჰქონდა შესაბამის სერვერთან და ხელოვნურად, ყოველგვარი ნებართვის გარეშე შეცვალა კომპიუტერული მონაცემი და შექმნა უნიკალური კოდის მქონე ლოტოს  ყალბი მომგებიანი ბილეთი, სადაც მითითებული იყო ზემოთ აღნიშნული ციფრები. ხსენებული ბილეთის ქსელში დარეგისტრირებისთანავე პირველი საპრიზო კატეგორია ჯეკპოტი, 561 176 ლარის ოდენობით, გათამაშებულად გამოცხადდა. თუმცა დავით. ი.–მ დანაშაულებრივი განზრახვა თანხის თაღლითურად დაუფლების თაობაზე ბოლომდე ვერ მიიყვანა, ვინაიდან იგი დანაშაულის ჩადენის ფაქტზე ამხილეს და დააკავეს”. – განაცხადა ნინო გიორგობიანმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე. 

 

დაკავებულს 20 აპრილს წარუდგინეს ბრალი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180–ე მუხლის მეოთხე ნაწილის ბ ქვეპუნქტით, 210–ე მუხლის პირველი ნაწილით და 286–ე მუხლის მესამე ნაწილის ბ ქვეპუნქტით, 

 

შსს–ს ინფორმაციით აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით კიდევე ერთ პირს წარედგინა ბრალდება სისხლის სამართლის 180–ე მუხლის მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით და მესმე ნაწილის ბ ქვეპუნქტით, ასევე 210–ე მუხლის მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით. 

მასალების გადაბეჭდვის წესი