მთიანი ყარაბაღი აშშ-თან სამომავლო ურთიერთობების განვითარებას მნიშვნელოვნად მიიჩნევს

ოფიციალური სტეპანაკერტი აშშ-თან, როგორც მეგობრულ ქვეყანასთან, სადაც მილიონობით სომეხი ცხოვრობს, სამომავალო ურთიერთოების განვითარებას მნიშვნელოვნად მიიჩნევს. ამის შესახებ მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ბაკო სააკიანმა ერევანში ამერიკელ კონგრესმენებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

ინფორმაციას “ახალი ამბები – სომხეთი” ავრცელებს. 


როგორც პრეზიდენტის აპარატის საინფორმაციო დეპარტამენტი იუწყება, შეხვედრის დროს მხარეებმა რიგი საკითხები განიხილეს, რომელიც აზერბაიჯან-ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებასა და რეგიონულ პროცესებს შეეხება. 


შეხვედრაში მონაწილეობა, პრეზიდენტის გარდა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, კარენ მირზოიანმა და სხვა თანამდებობის პირებმა მიიღეს. 


ბაკო სააკიანი; ფოტო: yerkramas.org
ბაკო სააკიანი; ფოტო: yerkramas.org

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი , ------------------------------------------------------------ , -------------------------------------------------------------- , მასალაში გამოყენებულია თვითაღიარებულ რესპუბლიკაში დამკვიდრებული ტერმინილოგია