ახალი ამბები

“ქართული ოცნების” მერობის 12 კანდიდატი ცნობილია

26 აპრილი, 2014 • • 1184
“ქართული ოცნების” მერობის 12 კანდიდატი ცნობილია

ქუთაისი– შოთა მურღულია, ბათუმი– გიორგი ერმაკოვი, თელავი– პლატონ კალმახელიძე, ამბროლაური–რატი ნამგალაძე, რუსთავი– დავით ჯიქია, ახალციხე– გიორგი კოპაძე, მცხეთა– ავთანდილ ნემსიწვერიძე, ზუგდიდი–ირაკლი გოგოხია, გორი– ზურაბ ჯირგველიშვილი, ოზურგეთი–ბეგლარ სიორიძე, ფოთი– ირაკლი კაკულია.

 

კანდიდატები პრემიერ-მინისტრმა წარადგინა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დღეს პარტია “ქართულმა ოცნებამ” ოფიციალურად დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებისთვის. 

 

დღევანდელ ყრილობას ესწრება მინისტრთა კაბინეტი სრული შემადგენლობით და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები. ყრილობაზე ასევე მივიდა ყოფილი პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი. მოსაწვევებით კი ყრილობაზე იმყოფებიან იმედა კახიანი, გია კორკოტაშვილი, რეზო ამაშუკელი, ელიზბარ დიაკონიძე, გივი ბერიკაშვილი, დათო ოქიტაშვილი, კახი კავსაძე, მერაბ კოკოჩაშვილი, ჯანსულ ჩარკვიანი, ზურა ხაჩიძე და სხვები. 

მასალების გადაბეჭდვის წესი