აღნიშნული 6 პირიდან, შსს–ს ინფორმაციით, 4 თბილისში დააკავეს, ხოლო ორი მათგანი- ქალაქ ფოთში.
“გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები თბილისსა და ფოთში, მათ მფლობელობაში არსებულ სხვადასხვა სასტუმროს ოთახებს გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ სისტემატურად უთმობდნენ ქალბატონებს პროსტიტუციისთვის. სამართალდამცველებმა სასტუმროებში მომუშავე ქალბატონები მოწმის სახით დაკითხეს”.– ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ექვსივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს . გამოძიება კი პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე, 254–ე მუხლით მიმდინარეობს.





