11:00 საათზე, ჰოლანდიის საელჩოს მხარდაჭერით, ევროპარლამენტის ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეასა და საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობით, ნიდერლანდების ინსტიტუტი უმასპინძლებს რიგით მე-2 “სამხრეთ კავკასიის ახალგაზრდა პოლიტიკოსთა ფორუმს”, რომელიც საქართველოს პარლამენტში გაიმართება.
ფორუმი ჩატარდება #304, #307 და მედიაცენტრის ოთახებში
12:00 საათზე, “საქართველოს რკინიგზის” ადმინისტრაციულ შენობაში რკინიგზელთა პროფესიული კავშირის რიგგარეშე საარჩევნო ყრილობა გაიმართება.
მის: თამარ მეფის გამზ. #15
13:00 საათზე, “საქართველოს მოსამართლეთა ერთობა” გორისა და ხაშურის რაიონის მოსამართლეებს, ადვოკატებს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება.
თემა: იძულებით დადებული გარიგებები.
მის: ქ. გორი, სტალინის ქ. #7, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი
საკონტაქტო პირი მარი ხურციძე – 555 711 228
13:00 საათზე ქ. თეთრიწყაროს ფარნავაზის ქ. 5-ში (ყოფილი საავადმყოფოს შენობაში) კოალიცია “ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციის” დევნილთა საკითხების კოორდინატორი მამუკა აჩბა ბრიფინგს გამართავს.
თემა: დევნილების გაუსაძლისი მდგომარეობა ახალგადაცემულ საცხოვრებელ ფართებში.
საკონტაქტო ტელ: 555587842
13:00 საათზე, საქართველოს 72 მუნიციპალურ ცენტრში ერთდროულად აიღებს სტარტს ინტელექტუალური შეჯიბრი – “ინტელექტის დღე”. თბილისში შეჯიბება პირველ გიმნაზიაში გაიმართება.
13:00 საათზე, სასტუმროში “შერატონ მეტეხი პალასში” ოთხი არასამათავრობო ორგანიზაცია – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”, “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” (EMC) და “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა” (GDI) წარმოადგენენ ერთობლივ ანგარიშს, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2013 წელს გაწეულ სამუშაოებს შეაფასებენ.
13:00 საათზე, “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი რუსთავის მერობის კანდიდატს წარადგენს.
მის: ქ. რუსთავი, მერიის შენობასთან
14:00 საათზე, ახალციხეში რეჟისორ ნანა დემეტრაშვილის საცხოვრებელი სახლის კედელზე მისი სახელობის მემორიალური დაფა გაიხსნება.
16:30 საათზე, მესხეთის (ახალციხე) სახელმწიფო თეატრის ფოიეში რეჟისორ ნანა დემეტრაშვილის მოღვაწეობის შესახებ შექმნილი წიგნის – “ნანა დემეტრაშვილი” (ავტორი ნინო ჩხიკვიშვილი) პრეზენტაცია გაიმართება.
17:00 სააათზე საარჩევნო ბლოკი “ქართული ოცნება” წინასაარჩევნო კამპანიას სპორტის სასახლეში გახსნის.
მედიასაშუალებების მისვლის დრო – 16:00 საათი
18.00 სააათზე, სასტუმრო “თბილისი მარიოტში” პატრიცია დელონის ლექსების კრებულის “ბედნიერების სევდა” გაიმართება.
