ახალი ამბებირეკლამა

პროექტის #ბორჯომიბუნებისგულშემატკივარი ფარგლებში „ბორჯომის გმირები“ გამოავლინეს

17 ოქტომბერი, 2018 • 2073
პროექტის #ბორჯომიბუნებისგულშემატკივარი ფარგლებში „ბორჯომის გმირები“ გამოავლინეს

ბორჯომში ტყის აღდგენის პროცესი გრძელდება. 13 ოქტომბერს, საშემოდგომო რგვები პლატოს ტერიტორიაზე განხორციელდა. მინერალური წყლის ბრენდი ბორჯომის ინიციატივით, პლატოს ტერიტორიაზე 1850 ნერგი დაირგო. ამასთან, გაიმართა დაჯილდოებაბორჯომის გმირი “, სადაც სპეციალური ჯილდო გადაეცათ იმ ადამიანებს, რომლებიც ტყის ხანძრის ჩაქრობის პროცესში მონაწილეობდნენ.

კომპანია „IDS ბორჯომი საქართველოს“ საზოგადოებასთან უერთიერთობის მენეჯერის ნიცა ჩოლოყაშვილის თქმით, „ბორჯომის გმირების“ ღონისძიება ერთჯერადი არ იქნება და ის მომავალშიც გაგრძელდება: ბორჯმიარის ინიციატორიბორჯომის გმირებისნომინაციისა, რომელიც იქნება ყოველწლიური. წელს ის ადამიანები, ჟურნალისტები, მოხალისეები, ჩემი კოლეგები და სამსახურები დავაჯილდოვეთ ამ წოდებით, რომლებიც მუხლჩაუხრელად ასრულებდნენ თავის საქმიანობას აქ ბორჯომის ხეობაში ხანძრის დროს.

მინერალური წყლის ბრენდი „ბორჯომის“ ინიციატივით, პლატოს ტერიტორიაზე 1850 ნერგი დაირგო.

„ბორჯომის გმირის“ წოდება ასევე მიენიჭა ბორჯომში, ხანძრის ჩაქრობისას დაღუპულ რეინჯერს ივანე კუპრაძეს, რომელსაც 2018 წლის 5 სექტემბერს თავისი პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს ცეცხლმოკიდებული ხე დაეცა. ივანეს ოჯახს კომპანია „ბორჯომმა“ ჯილდოსთან ერთად 5000 ლარი გადასცა.

სწორედ გარემოს დაცვას, ბუნების დაცვას, თითოეული ხის შენარჩუნებას ემსახურბოდა ჩემი მეუღლე და ჩემთვის ნამდვილად დიდი პატივია მის ღვაწლ, რომ ასე აფასებენ და პატივს მიაგებენ მის ხსოვნას. ამისთვის მინდა მადლობა გადავუხადო კომპანია ბორჯომს. ეს ჯიდლო ყოველთვის შემახსენებს, რომ ჩემი მეუღლე საქვეყნო საქმეს ემსახურებოდა. მას სულითა და გულით უყვარდა ის, რასაც აკეთებდა და თითოეულ ხეზე შესტკიოდა გული,– ამბობს გარდაცვლილი რეინჯერის მეუღლე ნათია მულაძე.

ბორჯომის გმირი ის ღონისძიებაზე ასევე დაჯილდოვდნენ:

შინაგან საქმეთა სამინისტრო, 112, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ეროვნული სატყეო სააგენტო, თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, პრემიერ-მინისტრის აპარატი, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტაცია და ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობა.

მოხალისეები: დავით აბრამაშვილი და თენგიზ კიკაჩეიშვილი – „IDS ბორჯომი საქართველოს“ თანამშრომლები.

ფოტოგრაფი: გიორგი კაკულია

მასალების გადაბეჭდვის წესი