“უეცარმა ქარმა, რომელიც ზღვის მხრიდან წამოვიდა, მოიცვა გონიო, აეროპორტის დასახლება, ხელვაჩაური, ურეხი, ახალშენი და ქობულეთი, ძირითადად ქარმა სახურავები გადახადა საცხოვრებელ სახლებს და ეზოებში ჩამოყარა”.– ამბობს მამუკა თურმანიძე.
მისივე თქმით, ჯამში, 15 შეტყობინება შევიდა 112 –ში. საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსის განცხადებით, 3 საცხოვრებელ სახლს ქარის მიერ მოთხრილი ხე დაეცა, რომელთა სალიკვიდაციო სამუშაოები უკევ დაწყებუულია, ხეები დახერხეს და ისე მოაშორეს საცხოვრებელ სახლებს. დაზიანებულია ორი ავტომობილიც.
“ყველაზე მასშტაბური ზიანი მიადგა სამაცივრე სასაწყობე მეურნეობას, რომელიც 10 წელია არ მუშაობდა, რემონტდებოდა და მუშაობა უნდა განეახლებინა. ქარმა დაახლოებით 3000 კვ.მ ფართობის ახალი სახურავი მთლიანად გადახადა. ასევე დაზიანდა ჩვენი სამსახურის 2 საგუშაგო, რომელიც ზღვის პირას მდებარეობს, თუმცა აღდგენას ექვემდებარება”.
მამუკა თურმანიძის განცხადებით, დღის მეორე ნახევრიდან ელოდებიან, რომ ზღვის ტალღების სიმაღლე 3 ბალამდე მიაღწევს და ელოდებიან ქარის სიჩქარის მატებასაც, ხოლო ხვალიდან თბილი ამინდები გამოვა.
აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსის განცხადებით, იგი არ ფლობს ინფორმაციას, დაფარავს თუ არა მერია დაზიანებული სახურავების ხარჯებს.





