ახალი ამბები

რუსთავში მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა

17 ოქტომბერი, 2018 • 1876
რუსთავში მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა

რუსთავში, მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ კაცი ამ მშენებლობაზე იყო დასაქმებული. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც “ნეტგაზეთს” რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში განუცხადეს, დაშავებული უგონო მდგომარეობაშია და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

მომხდარს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით იძიებს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა  სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი