თბილისში, ცაბაძის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლის მეორე სართული და გადახურვა დაიწვა.

საგანგებო სიტუაციები მართვის სამსახურის ინფორმაციით, დამწვარია 150 კვ. მ. ფართი, ხოლო ხანძარი ამ დროისთვის უკვე ლოკალიზებულია.

მათ ცნობით, ადგილზე 7 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.

საგანგეობის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაზიანებები არავის მიუღია.