ახალი ამბები

კლიმატის ცვლილება ლუდის წარმოებას შეამცირებს – კვლევა

17 ოქტომბერი, 2018 • 1116
კლიმატის ცვლილება ლუდის წარმოებას შეამცირებს – კვლევა

კვლევის მიხედვით, კლიმატის ცვლილება ლუდის წარმოებას შეამცირებს. CNN-ის ინფორმაციით, ლუდის მთავარი ინგრედიენტი ქერი გვალვასა და ძლიერ სიცხეს რთულად იტანს, კლიმატის ცვლილებების შემდეგ კი მისი მოყვანა გართულდება. ქერის მოსავლის შემცირება წარმოების შემცირების გამოიწვევს, რასაც ლუდის ფასის ზრდა მოჰყვება.

კლიმატის ცვლილების გავლენა მსუბუქ ალკოჰოლურ სასმელზე კვლევის სახით რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა. ერთ-ერთი ავტორის თქმით, კვლევამ აჩვენა, რომ კლიმატის ცვლილებას ადამიანთა ყოველდღიურ ცხოვრებაზე გავლენა ექნება.დაბო გუანი განმარტავს, რომ ჩატარებული კვლევის მიზანი  სწორედ ამის ჩვენება იყო.

წყალდიდობებისა და შტორმების ფონზე, რაც მკვლევრების მტკიცებით, გლობალურ დათბობას თან ახლავს, ლუდის შემცირებული რაოდენობა შესაძლოა  ვინმემ უმნიშვნელოდ მიიჩნიოს, თუმცა, ავტორების თქმით, ეს სასმელი ბევრი ადამიანის ცხოვრების შემადგენელი ნაწილია.

“თუ კვლავაც გინდათ ფეხბურთის ყურება ლუდთან ერთად, მაშინ კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებით უნდა იმოქმედო. ამ კვლევის მთავარი მესიჯიც სწორედ ეს არის”,-ამბობს ავტორი.

CNN კვლევაზე დაყრდნობით წერს, რომ მთელ მსოფლიოში ქერის მოსავალი 3-17%-მდე შემცირდება. ზიანის ოდენობა კი სხვადასხვა ქვეყნის კლიმატზე იქნება დამოკიდებული.

“ქერის მოსავალი მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში შემცირდება,” – ამბობს დაბო გუანი. ის დიდ ბრიტანეთში მდებარე უნივერსიტეტის “აღმოსავლეთ ანგლიის” პროფესორია და კლიმატის ცვლილების ეკონომიკურ გავლენას სწავლობს.

CNN წერს, რომ მსფოლიოში მოყვანილი ქერის მხოლოდ 17% ხმარდება ლუდის დამზადებას, დანარჩენი 83%-ს კი ცხოველების გამოსაკვებად იყენებენ. ამასთან, ლუდის დამზადებისას მწარმოებლები განსაკუთრებით კარგი ხარისხის ქერს იყენებენ. კვლევის ავტორების მტკიცებით, კლიმატის ცვლილება ხარისხიან ქერს მეტად დააზიანებს, ვიდრე ჩვეულებრივ პირობებში მოყვანილს მარცვლეულს.

მასალების გადაბეჭდვის წესი