ახალი ამბები

საკრებულომ დავით ქევხიშვილი ყვარლის გამგებლის თანამდებობიდან გადააყენა

25 აპრილი, 2014 •
საკრებულომ დავით ქევხიშვილი ყვარლის გამგებლის თანამდებობიდან გადააყენა

ზემოხსენებულ სხდომასთან დაკავშირებით გარკვეული შენიშვნები აქვს ქევხიშვილის მხარეს:

 

“შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელდასმით, სხდომა იყო დახურული, 7 თუ 8 დეპუტატი გაატარეს პოლიციის კორდონით და ისინი ქვორუმის შევსებას ვერ მოახერხებდნენ, რადგან ამისათვის 11 დეპუტატი იყო საჭირო. ჩატარდა სულ 3–წუთიანი სხდომა, 3 წუთის შემდეგ პოლიციელებმა ეს ადამიანები ისევ გამოაცილეს შენობიდან”, – აცხადებს ქევხიშვილის პრესმდივანი ნინო ხუციშვილი და დასძენს, რომ გამგებლის იმპიჩმენტი დებულების დარღვევის ფონზე განხორციელდა, რადგან სხდომა დახურული იყო, ხოლო იმპიჩმენტის საკითხის დაყენების შესახებ წინასწარ ხუთი დღით ადრე არ გამოაცხადეს:

 

“იმპიჩმენტის საკითხის განხილვას როცა აპირებს საკრბეულო, ეს წინასწარ უნდა იყოს გასაჯაროებული, საზოგადგოებისთვის ცნობილი უნდა იყოს, მინიმუმ სტენდზე მაინც უნდა იყოს ინფორმაცია გამოკრული, ეს კი არ ყოფილა. გარდა ამისა, კანონის მიხედვით, ეს სხდომა ღია უნდა იყოს, მაშინ, როცა პერიმეტრზეც კი არავინ გააკარეს. პოლიციის ზედამხედველობით ჩატარდა ეს ყველაფერი”.

 

ყვარელში ვითარება დღეს დილიდან დაძაბულია. სამართალდამცველებმა ქევხიშვილი და მისი 17 მხარდამჭერი დააკავეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი