ახალი ამბები

ყვარელში ქევხიშვილის მხარდამჭერ აქციაზე პოლიციამ 18 ადამიანი დააკავა

25 აპრილი, 2014 •
ყვარელში ქევხიშვილის მხარდამჭერ აქციაზე პოლიციამ 18 ადამიანი დააკავა

როგორც ნეტგაზეთს შსს–დან აცნობეს, ქევხიშვილის გარდა, დღეს ყვარელში გამართული აქციიდან კიდევ 17 ადამიანია დაკავებული, რომელთაც ბრალი წვრილმან ხულიგნობასა და  პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაში ედება.

 

ინცდნეტი, რის გამოც ქევხიშვილი და მისი მხარდამჭერები დააკავეს, დღეს ყვარლის გამგეობასთან გამართულ აქციაზე მოხდა. ამ აქციას წინ უსწრებდა ყვარლის საკრებულის გუშინდელი სხდომა, სადაც ქევხიშვილის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი უნდა განხილულიყო, თუმცა ეს თემა ჩავარდა. ქევხიშვილი და მისი მხარდამჭერები აქციას საკრებულოს წევრების წინააღმდეგ მართავდნენ.

 

“ქართული ოცნების” წევრი დავით ქევხიშვილი ამავე პარტიის ერთ–ერთმა წევრმა რამდენიმე დღის წინ ცემაში დაადანაშაულა და მას ბრალიც წაუყენეს. პროკურატურა მისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, ყვარლის გამგებლის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა ჰყავს შს მინისტრის მოადგილე გიორგი ზედელაშვილს, რომელიც წარმოშობით ყვარლიდანაა. “შს მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ზედელაშვილი წარმოშობით ყვარლიდან არის. „ქართული ოცნების“ წევრებმა დაადასტურეს, რომ ზედელაშვილი ითხოვს საარჩევნო სიაში მისი ახლობლები, თანაკლასელები და მეგობრები შეიყვანონ. შს მინისტრის პირველ მოადგილეს გამგებლობის საკუთარი კანდიდატიც ჰყავს. დავალებების შესრულებაზე კონტროლი შსს–ს მაღალჩინოსანს ალექსანდრე ფერიაშვილს აქვს დავალებული”, – იუწყება კახეთის საინფორმაციო ცენტრი.

მასალების გადაბეჭდვის წესი