ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთში აშშ-ის ელჩი: სომხეთსა და თურქეთს შორის საზღვარი უნდა გაიხსნას

24 აპრილი, 2014 • • 1382
სომხეთში აშშ-ის ელჩი: სომხეთსა და თურქეთს შორის საზღვარი უნდა გაიხსნას

ინფორმაციას news.am ავრცელებს.


“ჩვენ მივესალმეთ თურქეთისა და სომხეთის პრეზიდენტების პროტოკოლების ინიციატივას, ასევე, 2009 წელს საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ პროტოკოლების ხელმოწერას. შეერთებული შტატები და სომხეთისა და თურქეთის მეგობრები აგრძელებენ ძალისხმევას იმისთვის, რომ ქვეყნებს შორის საზღვარი გაიხსნას და დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდეს,”- განაცხადა ელჩმა.   

 

2010 წლის აპრილში სომხეთმა მიიღო გადაწყვეტილება, თურქეთთან ურთიერთობების დარეგულირების პროცესი შეეჩერებინა. მაშინ ამის შესახებ სომხეთის პრეზიდენტმა, სერჟ სარქსიანმა განუცხადა საკუთარ მოქალაქეებს: “სომხეთ-თურქეთის ამჟამინდელ მოლაპარაკებებს დასრულებულად ვაცხადებთ”. 

 

მანამდე ერდოღანმა განაცხადა, რომ შესაძლოა თურქეთიდან 100 ათასი არალეგალი სომეხი ემიგრანტის დეპორტირება მომხდარიყო. მან ასევე განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი აშშ-ის კონგრესის კომიტეტისა და შვედეთის პარლამენტის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარების რეზოლუციის საპასუხოდ იქნება გადადგმული. 

 

სომხეთი ცდილობს მოიპოვოს თურქეთისგან აღიარება, რომ პირველი მსოფლიო ომის დროს მისი მოქალაქეების მასობრვი მკვლელობა გენოციდი იყო, თუმცა აღნიშნული ტერმინის გამოყენებას თურქეთი კატეგორიულად არ ეთანხმება.

 

თუმცა, გუშინ, 23 აპრილს თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა სამძიმარი გამოუცხად სომეხთა ასეულობით ათას შთამომავლს, რომელთა წინაპრები ოსმალეთის იმპერიის მმართველობისას, პირველი მსოფლიო ომის დროს, 1915 წელს დაიღუპნენ. 



მასალების გადაბეჭდვის წესი