ახალი ამბები

პრაღაში აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტში გიორგი მარგველაშვილი მონაწილეობს

24 აპრილი, 2014 • • 934
პრაღაში აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტში გიორგი მარგველაშვილი მონაწილეობს

სამიტში მონაწილეობას მიიღებენ ჩეხეთის, ავსტრიის, პოლონეთის, ლიტვის, სლოვაკეთის, უნგრეთის, მოლდოვისა და სომხეთის პრეზიდენტები, ასევე, ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულე და აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში ჩართული ქვეყნების წარმომადგენლები. უკრაინას  ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი წარმოადგენს.

 

სამიტის ფარგლებში გამართულ კონფერენციაზე, რომლის სახელწოდებაა – “აღმოსავლეთ პარტნიორობა 5 წლის შემდეგ: დრო ახალი სტრატეგიისთვის” – მარგველაშვილი სიტყვით წარსდგება ფორუმის მონაწილეთა წინაშე.

 

პრაღაში ვიზიტის ფარგლებში გიორგი მარგველაშვილი სამიტში მონაწილე ყველა ქვეყნის ლიდერს შეხვდება. 

 

ევროკავშირის შიდა პოლიტიკური ინიციატივა – “აღმოსავლეთ პარტნიორობის” შესახებ პირველად 2009 წელს სწორედ  პრაღაში, ევროპის აღმოსავლეთ სამეზობლოს სამიტზე გაცხადდა. აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნები არიან საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, აზერბაიჯანი, სომხეთი და ბელორუსი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი