ახალი ამბები

ფანჯიკიძე: შტაინმაიერის და ფაბიუსის ვიზიტი არის საქართველოს ევროპული არჩევანის მხარდაჭერა

24 აპრილი, 2014 • • 1074
ფანჯიკიძე: შტაინმაიერის და ფაბიუსის ვიზიტი არის საქართველოს ევროპული არჩევანის მხარდაჭერა

“ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ვმასპინძლობთ გერმანიის და საფრანგეთის საგარეო მინისტრებს საქართველოში. საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის წინარე პერიოდში სტუმრობას სპეციფიკური დატვირთვა აქვს. ამ ერთობლივ ვიზიტს ჩვენ მივიჩნევთ, როგორც საქართველოს ევროპული არჩევანის მხარდაჭერის და მისდამი სოლიდარობის ნათელ დემონსტრირებას. გერმანიამ და საფრანგეთმა, როგორც ევროკავშირის დამფუძნებელმა ქვეყნებმა, თავის დროზე გადადგეს თამამი და ისტორიული ნაბიჯები თავისუფალი, ერთიანი და მშვიდობიანი ევროპის პროექტის განსახორციელებლად. ეს პროექტი ჯერ არ დასრულებულა. მიგვაჩნია, რომ სწორედ გერმანია და საფრანგეთი კვლავაც გააგრძელებენ ამ ისტორიული მისიის განხორციელებას და ქმედითად შეუწყობენ ხელს საქართველოს ევროპულ სივრცეში სრულფასოვან ინტერგრირებას” – განაცხადა ფანჯიკიძემ ერთობლივ ბრიფინგზე, რომელიც საგერო საქმეთა სამინისტროში გაიმართა. 

მისი თქმით, საქართველოს, გერმანიასა და საფრანგეთს  მეგობრობის და თანამშრომლობის ხანგრძლივი ისტორია აქვთ: “ჩვენ საკმაოდ ინტენსიურად ვთანამშრომლობთ ამ ქვეყნებთან და იმედი გვაქვს, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება. განსაკუთრებით ვაფასებთ გერმანიისა და საფრანგეთის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩემს გერმანელ და ფრანგ კოლეგებს კიდევ ერთხელ დავუდასტურე საქართველოს მთავრობის მზაობა, არაუგვიანეს მიმდინარე წლის ივნისისა  ხელი მოვაწეროთ საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, როგორც ერთიან დოკუმენტს მისი ყველა კომპონენტით. ჩვენთვის ასოცირების შეთანხმება ნიშნავს ჩვენი ქვეყნის ევროპიზაციის მთავარ გეგმას და, შესაბამისად, საქართველოს მთავრობას უკვე შემუშავებული აქვს ამ გეგმის იმპლემენტაციის კონკრეტული ნაბიჯები.” 


მაია ფანჯიკიძის განცხადებით, მას კოლეგებთან საუბარი ჰქონდა საქართველო–ნატოს თანამშრომლობის შემდგომ პერსპექტივაზე: “კოლეგების მიერ აღინიშნა საქართველოს წვლილი ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში. ჩვენ ღრმად გვჯერა, რომ საქართველო ნათლად აჩენებს იმ პროგრესს, რაც ნატოს ასპირანტ ქვეყანას მოეთხოვება. შესაბამისად, გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენ მიერ მიღწეული პროგრესი სათანადოდ იქნება შეფასებული ნატოს მომავალ სამიტზე უელსში. ჩემს კოლეგებს კიდევ ერთხელ დავუდასტურე საქართველოს მთავრობის მზაობა, რომ ქართველი ჯარისკაცები მონაწილეობას მიიღებენ ევროკავშირის ეგიდით დაგეგმილ სამშვიდობო მისიაში ცენტარლური აფრიკის რესპუბლიკაში. გვეამაყება, რომ ქართველი ჯარისკაცები დაეხმარებიან ფრანგულ შენაერთს ადგილზე უსაფრთხო და მშვიდი გარემოს უზრუნველყოფის საქმეში.” 


“შეხვედრისას ვისაუბრეთ საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე. ჩემს კოლეგებს გავაცანი უკვე განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმების კურსი, რომელიც უმთავრესად მიმართულია დემოკატიის, კანონის უზენაესობის, სასამართლოს დამოუკიდებლობის გაძლირებისკენ. ადამინის უფლებების და ძირითადი თავისუფლების დაცვისკენ, ეკონომიკური განვითარებისკენ, სოცილური კეთილდღეობის უზრუნველყოფისკენ. კიდევ ერთხელ გამოვხატეთ წუხილი უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით. ჩვენ გამოვთქვით იმედი, რომ უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის და ტეიტორიული მთლიანობის გათვალისწინებით, საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური მხარდეჭრით, უახლოეს მომავალში უკრაინას ექნება შესაძლებლობა გახდეს ერთიანი,  დიდი თავისუფალი ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი” – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ. 


მისი თქმითთ, კოლეგებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა საქათველოს მთავრობის მიერ რუსეთთან ვითარების დეესკალაციის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების შესახებ: “ამავდროულად, უდიდესი ყურადღება დავუთმეთ ქვეყანაში უსაფრთხოების მიზნით შექმნილ სიტუაციას. ვართ შესფოთებული საოკუპაციო ხაზის გასწვრივ რუსეთის ქმედებით და მადლობელი ვარ ჩემი კოლეგების, რომლებიც სათანადო რეაგირებას ახდენენ ასეთ ფაქტებზე. მადლობა მინდა გადავუხადი ჩემს კოლეგებს ასეთ მნიშვნელოვან და, არ გადავაჭარბებ, ასეთ ისტორიულ მომენტში ჩენს ქვეყანაში ჩამობრძანებისთვის და მხარდაჭერის გამოხატვისთვის.”   


თბილისში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრების, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის და ლორან ფაბიუსის ერთობლივი ვიზიტი დღეს დაიწყო. შეხვედრები იმართება საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან.    

მასალების გადაბეჭდვის წესი