ახალი ამბები

ანონსი – 24 აპრილი

23 აპრილი, 2014 • • 1190
ანონსი – 24 აპრილი

09:45 –  საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი “საქართველოს ინოვაციების კვირეულს” გახსნის. მის: “ექსპო ჯორჯია”, მე-3 პავილიონი. 


11:00 –  საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინებით, პროფესიული განათლების სფეროში განხორციელებულ და მიმდინარე ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზენტაცია გაიმართება. მის: უზნაძის ქ. #52

11:00-  “დემოკრატიული მოძრაობის” იურიდიული სამსახური ცსკოში მხარდამჭერთა ხელმოწერებს შეიტანს. 

11:00 –  ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელი (GeNPUD) ა/ო “ახალი ვექტორის” დროფ-ინ ცენტრში ზიანის შემცირებისა და ნარკოპოლიტიკის სფეროში მომუშავე არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციებთან ნარკოპოლიტიკის გლობალური კომისიის წარმომადგენლების შეხვედრას უმასპინძლებს. 
მის: დოესის ქ. #16; საკონტაქტო პირი მარინა ასათიანი – 599 11 99 99

11:00 –  “რეპორტიორის” პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბიძინა გუჯაბიძე ბრიფინგს გამართავს.
თემა: ლავროვის განცხადება, სააკაშვილის განცხადებები, რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივებული წესი.


11:30 –  იუსტიციის სახლში, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლორან ფაბიუსს და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდება.

11:30-  “რეპორტიორის” პრესკლუბში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი ელენე მაისურაძე ბრიფინგს გამართავს.
თემა: ზაზა ხატიაშვილის მიერ ადვოკატთა ასოციაციის საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივი ხარჯვა და კორუფციული გარიგებები.

11:30 – პრაიმტაიმის” პრესკლუბში “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ნუგზარ წიკლაური პრესკონფერენციას გამართავს.


12:00 – “პირველ პრესკლუბში” გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი პრესკონფერენციას გამართავს. 
თემა: სკოლის გამოსაშვები გამოცდები, ერთიანი ეროვნული გამოცდები. 
მის: წერეთლის გამზ. #116, ბიზნესცენტრი “დიდუბე პლაზა”, II სართ.
საკონტაქტო პირი ლიკა რამიშვილი – 595 03 77 22

12:00 – “პრაიმტაიმის” პრესკლუბში “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი მიმდინარე პოლიტიკურ საკითებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.

12:00 –  “რეპორტიორის” პრესკლუბში პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ბრიფინგს გამართავს.
თემა: ლავროვის განცხადება, სააკაშვილის განცხადებები, რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივებული წესი.

12:00 –  ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია კომისიის წევრებთან ერთად არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდება.თემა: მიმდინარე საარჩევნო საკითხები და არჩევნებისთვის მზადების პროცესი.
მის: მაყაშვილის ქ. #32/34, სასტუმრო “ბეთსი”

12:30 – “რეპორტიორის” პრესკლუბში “ტრადიციონალისტთა კავშირის” ლიდერი აკაკი ასათიანი ბრიფინგს გამართავს.
თემა: საარჩევნო გარემო, გეგმები, მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. 

12:30-  “პირველ პრესკლუბში” ფრაქცია “ქართული ოცნება – თბილისელების” თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: წინასაარჩევნო გარემო. მის: წერეთლის გამზ. #116, ბიზნესცენტრი “დიდუბე პლაზა”, საკონტაქტო პირი ლიკა რამიშვილი – 595 03 77 22


13:00 – პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის ოფისში, ფესტივალთან “აღდგომიდან ამაღლებამდე” დაკავშირებით, პრესკონფერენცია გაიმართება. მის: რუსთაველის გამზ. №21; საკონტაქტო პირი მანანა ხვედელიძე – 577 55 21 22 


13:00 – “პრაიმტაიმის” პრესკლუბში “ახალგაზრდა სოციალ–დემოკრატები”, “საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები”, “თანასწორობის ფონდი”, საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების ხელმძღვანელი ირაკლი პეტრიაშვილი, ირაკლი კაკაბაძე, გია ჭანტურია და ნინო ანანიაშვილი პრესკონფერენციას გამართავენ.
თემა: 1-ელ მაისს დაგეგმილ ღონისძიებები და მიმართვა ხელისუფლებას.

13:00 –  “ლეიბორისტული პარტიის” პოლიტიკური მდივანი გიორგი გუგავა რეგიონებში “ქართული ოცნების” დაშლის შესახებ, პარტიის ოფისში, პრესკონფერენციას გამართავს.

13:00 – “პირველ პრესკლუბში” ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის წევრი ბაია პატარაია პრესკონფერენციას გამართვას. 
თემა: სარჩელი ბექა ცხადაძის წინააღმდეგ, მიმართვა შინაგან საქმეთა სამინისტროს. მის: წერეთლის გამზ. #116, ბიზნესცენტრი “დიდუბე პლაზა”, საკონტაქტო პირი ლიკა რამიშვილი – 595 03 77 22

13:00 – სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიაში”, “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის პირველ შუალედურ ანგარიშს წარადგენს. 

13:30 – “რეპორტიორის” პრესკლუბში პროფესიული განათლების პროფკავშირების თავმჯდომარე დენის დავითაშვილი ბრიფინგს გამართავს. თემა: როგორ უზრუნველყოფს განათლების სამინისტრო საარჩევნო გარემოს დაცვას, ირაკლი ღარიბაშვილის პოზიცია კაბინეტის შემადგენლობის თაობაზე.

15:00 –  თბილისის იუსტიციის სახლში პარლამენტის ბიუროს სხდომა ჩატარდება.

15:00 –  სახელმწიფო აუდიტის სამსახურში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა 2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებთან დაკავშირებით – საარჩევნო სუბიექტებისთვის ახალი რეგულაციებისა და ვალდებულებების დაწესების შესახებ, ასევე მოქმედი ფინანსური საკითხების განხილვის მიზნით. მის: წმ. ქეთევან დედოფლის გამზ. №96, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თბილისის ოფისი.


15:00 –  თბილისის ფრაქცია “ქართული ოცნება – თბილისელების” თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძის ინიციატივით, ლილოს დასახლების №111–ე საბავშვო ბაღის ტერიტორიის გამწვანების აქცია მოეწყობა. 

16:00 – “ქორთიარდ მარიოტში” კოალიცია “ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციის” ლიდერი ნინო ბურჯანაძე თომას მელიას და აშშ-ის ელჩს საქართველოში რიჩარდ ნორლანდს შეხვდება. 

18:00 –  ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროში ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო ცენტრის სახელის მინიჭებასთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრება.

18:00 –  სასტუმრო “თბილისი მარიოტში”, საქართველოს პარლამენტის წევრები, გია ვოლსკი, თამარ კორძაია, გუბაზ სანიკიძე, ირაკლი ჩიქოვანი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწეს დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში, თომას მელიას შეხვდებიან.

21:00 –  ძველ თბილისში, (მეტეხის ხიდთან) კოალიცია “ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიცია” ქალაქ თბილისის მოსახლეობას ოფიციალურად წარუდგენს მერობის კანდიდატს დიმიტრი ლორთქიფანიძეს და წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებას გამოაცხადებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი