ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალში კანონმდებლობაში “უცხოელი აგენტის” გამოყენების წინააღმდეგ გამოდიან

23 აპრილი, 2014 • • 1230
ცხინვალში კანონმდებლობაში “უცხოელი აგენტის” გამოყენების წინააღმდეგ გამოდიან

“არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რთული იქნება მოქალაქეებისთვის “აგენტსა” და “ჯაშუშს” შორის სხვაობის დადგენა,”- მიიჩნევს სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი დინა ალბოროვა. 


“ტერმინოლოგია, რომელიც კანონის ახალ რედაქციაში გამოიყენება, “საზარელია”,- აცხადებს გამოცემასთან საუბარში პოლიტოლოგი ალან პარასტაევი. 


არასამთავრობოების წარმომადგელები მიიჩნევენ, რომ საჭიროა კანონპროექტი “მესამე სექტორის” წარმომადგენლებთან განიხილონ. 

 

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე თვის დასაწყისში სამხრეთ ოსეთში “არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ” იმ კანონის პროექტი მოიწონეს, რომელიც საზღვარგარეთიდან დაფინანსებულ ორგანიზაციებთან დაკავშირებით “უცხოელი აგენტის” გაგებას განსაზღვრავს. 

ფოტო: kommersant.ru
ფოტო: kommersant.ru

 

“ასეთი ორგანიზაციებისთვის შედგება ცალკეული რეესტრი. ასევე, სხვა არასამთავრობოებისგან განსხვავებით, მათთვის განსაზღვრულია განსხვავებული ანგარიშვალდებულებები, რაც გამოიხატება იმაში, რომ უფრო ხშირად გვაწვდის ანგარიშებს, ვიდრე სხვა ორგანიზაცია. იუსტიციის სამინისტროს შეუძლია ჩაატაროს “უცხოელი აგენტების” საქმიანობის დაუგეგმავი შემოწმებები. გარდა ამისა, ისინი [არასამთავრობო ორგანიზაციები] ვალდებულნი არაინ საქმიანობა სამხრეთ ოსეთის საბანკო სტრუქტურების მეშვეობით განახორციელონ,”- განმარტავდა მაშინ იუსტიციის მინისტრი მურატ ვანეევი.

 

მისივე თქმით, საჭიროების შემთხვევაში, იუსტიციის სამინისტრო უფლებამოსილია არასამთავრობოს ლიკვიდაცია მოახიდნოს. 

 

მსგავსი კანონი, რომელიც საზღვარგარეთიდან დაფინანსებული არასამთავრობოების საქმიანობას შეეხება, არსებობს რუსეთის ფედერაციაში. აღნიშნული კანონით, ის არასამთავრობოები, რომლებიც პოლიტიკურ მოღვაწეობას ეწევიან, კანონის თანახმად, უნდა დარეგისტრირდნენ, როგორც “უცხოელი აგენტები.” რუსეთში ასეთი სტატუსის მატარებელი ორგანიზაცია მხოლოდ ერთია.

მასალების გადაბეჭდვის წესი