2019-2020 წლებში ევროკავშირის საგანმანათლებლო საგრანტო პროგრამის, Erasmus+, ბიუჯეტი სპეციალურად საქართველოსთვის 6 მილიონი ევროთი გაიზარდა.
Erasmus+ არის ევროკავშირის საგრანტო პროგრამა, რომელიც განათლების, ტრენინგის, ახალგაზრდობისა და სპორტის მიმართულებით ახორციელებს პროექტებს. პროგრამის დახმარებით არაერთ ქართველ სტუდენტს მიუღია განათლება საზღვარგარეთ.
6 მილიონი ევრო გადანაწილდება სამი მიმართულებით, შემდეგ პროგრამებზე:
- ჟან მონე (Jean Monnet — ნახევარი მილიონი ევრო),
- უმაღლესი განათლების შესაძლებლობების გავრცობა-განვითარება (CBHE – 2.5 მილიონი ევრო)
- ინდივიდუალური სასწავლო მობილობა (ICM — 3.5 მილიონი ევრო).
ერასმუსის საიტის თანახმად, ჟან მონეს პროგრამა კვლევებისა და სწავლების განვითარებით ხელს უწყობს ევროკავშირის კვლევების მიმართულების გაუმჯობესებას მსოფლიოს მაშტაბით;
CBHE (Capacity Building in the Field of Higher Education) პროგრამა მხარს უჭერს უმაღლესი განათლების მოდერნიზაციას, ხელმისაწვდომობას და ინტერნაციონალიზაციას პარტნიორ (ევროპის) ქვეყნებში.
მოკლევადიანი (3–12 თვე) გაცვლითი პროგრამა — ინდივიდუალური სასწავლო მობილობა (International Credit Mobility) კი ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტის სტატუსის მქონე პირებისათვისაა განკუთვნილი. პროგრამის წინაპირობაა საქართველოს და ევროპის უნივერსიტეტებს შორის საპარტნიორო ხელშეკრულების არსებობა.