ახალი ამბები

მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელად გიორგი სომხიშვილი დაინიშნა

23 აპრილი, 2014 • • 2657
მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელად გიორგი სომხიშვილი დაინიშნა

გიორგი სომხიშვილი მუნიციპალური განვითარების ფონდში 2012 წლიდან მუშაობს.

2013 წლამდე დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა, ხოლო 2013 წლიდან დირექტორის მრჩევლი იყო. შესაბამისად, სომხიშვილი ფონდის სრუქტურასა და საქმიანობას დეტალურად იცნობს.

გიორგი სომხიშვილი სხვადასხვა წლებში იყო რამდენიმე მსხვილი სამშენებლო კომპანიის ფინანსური დირექტორი. მას დიდი გამოცდილება აქვს მშენებლობის მართვისა და მონიტორინგის კუთხით. ის ასევე გასულ წლებში იკავებდა სამშენებლო კომპანია შპს „არქსტუდია პმ“-ში დირექტორის პოზიციას, რომლის დროსაც კომპანიას 60 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების სამშენებლო პროექტები აქვს განხორციელებული.


გიორგი სომხიშვილი იყო კომპანია „Wardrop & Alexander-ის (მშენებლობა, მშენებლობის მართვა და მონიტორინგი) თანადამფუძნებელი და ფინანსური დირექტორი. კომპანიაში მის ძირითად საქმიანობას წარმოადგენდა საგადასახადო და ფინანსური საკითხების მართვა, ისევე, როგორც პროექტების მენეჯმენტი.


სამშენებლო საქმიანობამდე გიორგი სომხიშვილი დაკავებული იყო საბუღალტრო, საკონსულტაციო და აუდიტორული საქმიანობით კომპანია “ალექსანდრეში”. წლების განმავლობაში კომპანიაში მას ეკავა სხვადასხვა, როგორც რიგითი, ასევე, ხელმძღვანელი პოზიციები.

 

1999 წელს გიორგი სომხიშვილმა დააარსა საბუღალტრო კომპანია, რომელსაც იმ დროისთვის ქვეყანაში ანალოგი არა ჰყავდა, აღნიშნული კომპანია დღეს შეადგენს კომპანია “ალექსანდრეს” სტრუქტურულ ნაწილს და აღიარებული ლიდერია საქართველოს საბუღალტრო მომსახურების და საგადასახადო საკონსულტაციო ბაზარზე.

 

გიორგი სომხიშვილს გამოცდილება აქვს ფინანსური ანგარიშების მომზადებაში, კომპანიის საგადასახადო და სააღრიცხვო სისტემის შემუშავებასა და დანერგვაში, მშენებლობის მართვის, აღრიცხვისა და პროგრამული სისტემების დანერგვში. იგი ასევე იყო საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა და დირექტორთა საბჭოს წევრი, ამასთან, ევროპის სავაჭრო პალატის დირექტორთა საბჭოს წევრი.

 

მანამდე მუნიცაპალურ ფონდს ელგუჯა ხოკრიშვილი ხელმძღვაბეობდა, რომელმაც რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე დავით ნარმანია შეცვალა.  

მასალების გადაბეჭდვის წესი