კანადის პრემიერ-მინისტრთან, ჯასტინ ტრუდოსთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სომეხთა გენოციდის საერთაშორისო აღიარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და განცხადა, რომ საერთაშორისო აღიარება არა მხოლოდ წარსულის, არამედ – მომავლის პრობლემაცაა.
“არსებითად მნიშვნელოვანია, მსოფლიომ გაიაზროს ყარაბაღის კონფლიქტი. სამწუხაროდ ხშირად იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეს კონფლიქტი მხოლოდ ტერიტორიული უთანხმოებაა , ეს აბსოლუტურად არ არის ასე. საკითხი იმაში მდგომარეობს რომ ყარაბაღის მოსახლეობა ახალი გენოციდის საფრთხის წინაშე დადგა. ისტორიული ფაქტების გახსენებით, ისინი საკუთარი სიცოცხლეს იცავდნენ”.
ერევანში ვიზიტის დროს, ჯასტინ ტრუდო სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა მემორიალთან მივიდა.

ამჟამად სომეხთა გენოციდი შესაბამისი რეზოლუციებითა და გადაწყვეტილებებით 20-ზე მეტ ქვეყანას აქვს აღიარებული, მათ შორის კანადას.