ახალი ამბები

საქართველომ ანდორასაც მოუგო და ჯგუფში ლიდერობა განიმტკიცა

13 ოქტომბერი, 2018 •
საქართველომ ანდორასაც მოუგო და ჯგუფში ლიდერობა განიმტკიცა

ევროპის ერთა ლიგის მესამე ტურში საქართველოს ნაკრებმა ანდორის ნაკრები დაამარცხა.

ბორის პაიჭარის სახელობის დინამოს სტადიონზე 13 ოქტობერს, ერთა ლიგის მესამე ტურის მატჩი დასრულდა ანგარიშით 3:0.

ორი გოლი 33-ე და 84-ე წუთზე ვაკო ყაზაიშვილმა, მესამე გოლი კი ჯაბა კანკავამ თამაშის დამატებითი – მეოთხე წუთის ბოლოს გაიტანა.

უეფას ერთა ლიგაზე საკუთარ ჯგუფში საქართველოს ნაკრებმა სამივე შეხვედრა მოიგო და დამაჯერებლად ლიდერობს. საქართველომ პირველ შეხვედრაში ყაზახეთი ორი გოლით დაამარცხა, მეორე მატჩი კი ლატვიას მოუგო თბილისში, მინიმალური უპირატესობით.

მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები ისევ ლატვიასთან, თუმცა უკვე რიგაში გამართავს. შეხვედრა 16 ოქტომბერს, 22:30-ზე დაიწყება.

მასალების გადაბეჭდვის წესი