ახალი ამბები

ღარიბაშვილი სააკაშვილზე: ალბათ, დაწერს წიგნებს – როგორ აუპატიურებდნენ ადამიანებს

23 აპრილი, 2014 • • 1413
ღარიბაშვილი სააკაშვილზე: ალბათ, დაწერს წიგნებს – როგორ აუპატიურებდნენ ადამიანებს

“საერთოდ მაინტერესებს, რა უნდა ასწავლონ, რა უნდა წააკითხონ ამ ბიბლიოთეკაში, ალბათ, წიგნებს დაწერს – როგორ აწამებდნენ ადამიანებს, როგორ აუპატიურებდნენ, როგორ კლავდნენ ქუჩებში და როგორ ართმევდნენ ბიზნესებს”, – განაცხადა პრემიერმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ გავრცელებული ხმები იმის თაობაზე, თითქოს ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის დატოვებას აპირებს, სიმართლეს არ შეესაბამება და ამ ქვეყნიდან გაქცეული მხოლოდ მიხეილ სააკაშვილია:

“იყო სპეკულაციები იმის თაობაზე, თითქოს ბიძინა ივანიშვილი საქართველოდან მიდის, ის ბიზნესს ყიდის და ა.შ. მე ძალიან მარტივად მინდა ამ ადამიანებს განვუმარტო, რომ ბატონი ბიძინა არათუ მიდის, არამედ ის საქართველოში დარჩა მაშინ, როცა ყველაზე რთული იყო და ყველაზე სახიფათო, სარისკო იყო მისთვის დარჩენა ქვეყანაში, მაგრამ მან ეს გააკეთა, მან გადადო რეალურად სიცოცხლე და დარჩა და შეასრულა ის, რასაც ვერავინ ვერ შეასრულებდა. ეს არის რეალობა, რომელსაც ჩვენ ყველამ ერთად თვალი უნდა გავუსწოროთ და ვაღიაროთ ყოველთვის დიდი პატივისცემით. ვინც არის გაქცეული ქვეყნიდან, ჩვენ ძალიან კარაგად ვუყურებთ, ეს არის მათი ლიდერი, 6%–იანი პარტიის ლიდერი ბატონი სააკაშვილი, რომელიც გუშინ რაღაც საოცრებებს გადასცემდა სკაიპით. სკაიპით ძალიან დიდგულად გამოიყურება, მე მოვუწოდებ, რომ ჩამობრძანდეს და აქედან ელაპარაკოს ხალხს იმ საშინელ დანაშაულებზე, რომელიც 9 წლის განმავლობაში ჩაიდინა მისმა ხელისუფლებამ”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი