ახალი ამბები

“გარდიანმა” ყოველკვირეული გაზეთის ნაცვლად ჟურნალის გამოცემა დაიწყო

13 ოქტომბერი, 2018 • 1762
“გარდიანმა” ყოველკვირეული გაზეთის ნაცვლად ჟურნალის გამოცემა დაიწყო

ბრიტანული გამოცემა “ყოველკვირეული გარდიანი” (The Guardian Weekly) გამოცემის ფორმატს იცვლის — ამიერიდან ყოველკვირეულად, გაზეთის ნაცვლად, ჟურნალის სახით გამოვა.

გაზეთი “ყოველკვიურეული გარდიანი” 1919 წლიდან დღემდე გამოდიოდა. ის ნაწილია “გარდიანის მედია ჯგუფისა”, რომელიც, ყოველკვირეულ გამოცემასთან ერთად, ყოველდღიურ ჟურნალს “გარდიანს” და “ობზერვერს” აერთიანებს.

გამოცემა მეინსტრიმ-მემარცხენე პოლიტიკური შეხედულებების მქონე მომხმარებლის საკითხავად ითვლება.

“ყოველკვიურეული გარდიანი ჟურნალის ფორმატშიც რჩება ბალანსის ერთგული, და მომავალ წლებშიც შემოგთავაზებთ სიღმისეულ, საერთაშორისო ხედვას”, წერს რედაქცია.

გაზეთის სტანდარტული ნომრის გვერდების რაოდენობა 48 გვერდი იყო, ჟურნალს კი მეტი გვერდი ექნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი