ახალი ამბები

ანონსი – 23 აპრილი

23 აპრილი, 2014 • • 1047
ანონსი – 23 აპრილი

10:00 – თბილისის იუსტიციის სახლში (მის: თბილისი, სანაპიროს 2) გაიმართება კონფერენცია თემებზე „ინტელექტუალური საკუთრების სამართალი“ და „საავტორო სამართალი სკოლის მოსწავლეებისთვის“. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები და საჯარო და კერძო სკოლების 8-12 კლასის მოსწავლეები. 

 

11:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, პროექტის „რეგიონებში ანიმაციის განვითარებისთვის“ ფარგლებში, მინისტრის მოადგილე ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი ცნობილ გერმანელ ანიმატორს არტურ კლოსეს შეხვდება.

 

11:30 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში ქართული ოცნების ერთ- ერთი ლიდერი გია ვოლსკი პრესკონფერენციას გამართავს.

 

12:30 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში პარტია ,,საქართველოს გზის” რუსთავის მერობის კანდიდატი ალექსანდრე კობაიძე პრესკონფერენციას გამართავს.

 

12:00 საათზე, სასტუმროში „Holiday Inn“, თბილისის მოდის კვირეულის დამფუძნებლები და ორგანიზატორები თაკო ჩხეიძე, მარიამ ყუბუსიძე და სოფიო მამარდაშვილი გამართავენ პრესკონფერენციას.

 

12:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე მყოფი პირობით მსჯავრდებულები ქართველ მწერლებს ბექა ქურხულსა და გიორგი კეკელიძეს შეხვდებიან.

 

12:00 საათზე, სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის და გაეროს მუდმივი წარმომადგენლობა საქართველოში საგზაო უსაფრთხოების კვირეულის გახსნას აღნიშნავს კონფერენციით.

 

12:00 საათზე, ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია, კომისიის წევრებთან ერთად პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან გამართავს შეხვედრას. შეხვედრის მონაწილეები მიმდინარე საარჩევნო საკითხებს და არჩევნებისთვის მზადების პროცესს განიხილავენ. შეხვედრა ცესკოს ინიციატივით და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მხარდაჭერით ხორციელდება. მისამართი: ცენტრალური საარჩევნო კომისია; ქ.თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-13კმ.

 

12:30 სთ-ზე- “პირველ პრესკლუბში” ექსპერტი თენგიზ ფხალაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: რუსული პასპორტები, უკრაინაში განვითარებული მოვლენები, საქართველოს საფრთხეები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22

 

13:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის პირველ შუალეუდურ ანგარიშს წარმოადგენს.

 

13:00 სთ-ზე _”პირველ პრესკლუბში” “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი გიორგი ახვლედიანი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: წინასაარჩევნო გარემო, მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, რუსული პასპორტები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22

 

13:30 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში თბილისის მერის არჩევნებისთვის დარეგისტრირებული კანდიდატი მიხეილ-გელა სალუშავილი პრესკონფერენციას გამართავს.

 

13:30 სთ-ზე _”პირველ პრესკლუბში” არასამთავრობო ორგანიზაცია “იდენტობის” იურისტი ნინო ბოლქვაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ანტიდისკრიმინაციული კანონი, გაიმართება თუ არა 17 მაისს “იდენტობის” აქცია. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22

 

14:00 საათზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობის ნიკო ნიკოლაძის სახელობის დარბაზში აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს „ჰიდროგენერაციისა და ენერგეტიკის დაგეგმვის პროექტი“ (USAID – HPEP) და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ინიციატივით გაიმართება კონფერენცია: „ახალგაზრდა ინჟინრების როლი საქართველოს ენერგეტიკული სექტორის განვითარებაში“.

 

18:30 საათზე, თავისუფლების მოედანზე თბილისის საკრებულოს შენობის წინ აქცია – „ნუ დაარღვევ საავტორო უფლებას!“ გაიმართება.  ხელოვანები საინფორმაციო ბუკლეტებს გაავრცელებენ და მოსახლეობას საავტორო უფლებების მნიშვნელობის შესახებ ინფორმაციას მიაწოდებენ.

 

17:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სააქტო დარბაზში, კვალიაშვილების ოჯახის კონცერტი გაიმართება.

 

19:00 საათზე, მწერალთა სახლში (მის: თბილისი, მაჩაბლის ქ. 13) პოეზიის საქველმოქმედო საღამო გაიმართება. საღამოს ფარგლებში თანამედროვე ლიტერატურის ქართველი მოღვაწეები დამსწრე საზოგადოებას საკუთარ შემოქმედებას წარუდგენენ. პოეზიის საღამოზე შემოსული თანხა კახეთში რევაზ ინანიშვილის სახლ-მუზეუმის რესტავრაციას მოხმარდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი