ახალი ამბები

ოდიშარიას დაპირება კაზრეთში – საყდრისის ძეგლის დემარკაცია და ყოველდღიური მონიტორინგი

22 აპრილი, 2014 • • 1047
ოდიშარიას დაპირება კაზრეთში – საყდრისის ძეგლის დემარკაცია და ყოველდღიური მონიტორინგი

 

“ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამ ბორცვს დამცავი, დემარკაციის ხაზი შემოვავლოთ და ის იქნება ხელუხლებელი”, – განაცხადა ოდიშარიამ, რომელიც ასევე პირობას დებს, რომ ტერიტორიაზე ყოველდღიური მონიტორინგი ჩატარდება, მათ შორის ზემოხსენებული კომიტეტის მონაწილეობით, ხოლო უახლოეს დღეებში საქართველოში უცხოელი სპეციალისტები ჩამოვლენ და ტერიტორიას შეისწავლიან:

 

“დაახლოებით 8 დღეში ჩვენ ველოდებით უცხოელ სპეციალისტებს”.

 

 ოდიშარიას თქმით, მონიტორინგი ხვალიდანვე დაიწყება. 

 

ოდიშარია კაზრეთში დღეს ჩავიდა. სამინისტროს წარმომადგენლებმა საზოგადოებრივი კომიტეტის  წევრებს განცალკევებით, კამერების გარეშე შეხვედრა შესთავაზეს, რაზეც მათ უარი თქვეს და, საბოლოო ჯამში, შეხვედრა ჟურნალისტების თანდასწრებით შედგა.

 

შეგახსენებთ, რომ საყდრისში, რომელიც წიაღისეულის მომპოვებელი კომპანია RMG-ის სალიცენზიო ტერიტორიაში შედის, მდებარეობს საყდრისის ობიექტი, რომელიც მეცნიერთა ნაწილის მტკიცებით არის უძვლესი ოქროს მაღარო. საყდრისის ობიექტს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი 2013 წლის 5 ივლისამდე ჰქონდა. 2014 წლის 13 მარტს კულტურის სამინისტრომ RMG-ს საყდრისის ტერიტორიაზე მიწის სამუშაოების წარმოების უფლება მისცა. სამინისტროს გადაწყვეტილებას მოქალაქეების ნაწილი ეწინაააღმდეგება და პერმანენტულ აქციებს მართავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი