ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის პირველადი გახსნა [VIDEO]

22 აპრილი, 2014 • • 1620
მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის პირველადი გახსნა [VIDEO]

“დღეს ვაჩვენებთ საზოგადოებას, რას ვხსნით, თუმცა ჯერ მთლიანად არ დამთავრებულა. ზეგიდან ვიმუშავებთ შეზღუდულ რეჟიმში, 11–დან 3 საათამდე, დაახლოებით 2 კვირაში კი, სავარაუდოდ, მთლიანად გავიხსნებით. კარი ყველასთვის არის ღია, ვისაც აინტერესებს ის ლიტერატურა, რომელიც გვაქვს. ჩვენ გვაქვს ძირითადად სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულება, არქიტექტურა და დიზაინი, გვაქვს ერთი კარგი თარო მევენახეობა–მეღვინეობის მიმართულებით, არის აქ ისეთი კოლექციები, რასაც სხვა ბიბლიოთეკებში და ხშირად კერძო კოლექციებშიც ვერ ნახავთ”, – განაცხადა ანდრო ბარნოვმა.

 

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბიბლიოთეკის გახსნის იდეა ამიერიკიდან მომდინარეობს, მიხეილ სააკაშვილის ბიბლიოთეკას ამერიკის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკებისგან განსხვავებული ფუნქციები ექნება:

 

“ამერიკაში ეს არის მხოლოდ მნიშვნელოვანი შეხვედრების, სამუზეუმო ადგილი. აქ კი გაიმართება საჯარო შეხვედრები, ლექციები, სემინარები. ცოტა ხანში გვექნება უცხო ენის უფასო კურსები, ინგლისურის, პირველ რიგში”, –  აცხადებს ბარნოვი.

 

ბიბლიოთეკის პირველად გახსნაზე მივიდა ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი:

 

“დღეს არის პრეზიდენტის ბიბლიოთეკის პირველადი გახსნა, დიდი დამთხვევაა, რომ ეს წიგნი დავინახე – International Human Rights, ამას ვსწავლობდი, როცა მიშა გავიცანი და მერე შეგვიყვარდა ერთმანეთი. ძალიან მნიშვნელოვანი წიგნია. არ ვიცი, აქ ვინ დადო. მშვენიერი კოლექციაა, მშვენიერი შენობა და, მგონი, სტუდენტებს მოეწონებათ”, – აღიშნა სანდრა რულოვსმა.

 

შეკრებილ საზოგადოებას ინტერნეტის მეშვეობით ჩაერთო ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. როგორც სააკაშვილმა განაცხადა, ბიბლიოთეკა საკუთარი სახსრებით და ბიძამისის, თემურ ალასანიას დახმარებით გააკეთა. 

 

ბიბლიოთეკასთან დაკავშირებული გეგმების გარდა პრეზიდენტი პოლიტიკურ საკითხებსაც გამოეხმაურა.

მასალების გადაბეჭდვის წესი