ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“დროა შეწყდეს ჩვენი აღქმა საქართველოს თვალსაწიერიდან”

22 აპრილი, 2014 • • 1231
“დროა შეწყდეს ჩვენი აღქმა საქართველოს თვალსაწიერიდან”

ინტერვიუში, სახელწოდებით – “ძალადობრივი უკრაინიზაცია და ქართველიზაცია – მსგავსი საკითხებია” – აფხაზეთის საგარეო უწყების მეორე პირი აფხაზეთის ევროსტრუქტურებთან სამომავლო ურთიერთობის საკითხებზე საუბრისას ამბობს, რომ აფხაზეთთან არავინ აპირებს ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულების შეთანხმების ხელმოწერას.


“საუბარია ევროკავშირის გეგმებზე საქართველოსთან მიმართებაში, რომელშიც აფხაზეთი საერთო სურათის ნაწილად განიხილება. რასაკვირველია, საკითხის ამგვარად დასმას არ ვეთანხმებით. ჩვენი ურთიერთობა ევროკავშირთან კავკასიის რეგიონში გეოპოლიტიკური სიტუაციის გავლენითაა განპირობებული. ჯერ კიდევ უარყოფითია ევროკავშირის დამოკიდებულება აფხაზეთის დამოუკიდებლობის საკითხის მიმართ. თუ ჩვენს ევროპელ კოლეგებს რეალურად უნდათ აფხაზებს დაეხმარონ, რომლებიც საქართველოს მიერ წამოწყებული ომის შემდეგ დაზარალდნენ, აფხაზეთის საზოგადოებას, როგორც დამოუკიდებელ ფასეულობას, ისე უნდა შეხედონ და არა როგორც ობიექტს, რომელზეც გავლენა უნდა მოახდინო საქართველოს ე.წ. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიზნით,”- განაცხადა ხინთბამ. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი