ახალი ამბები

ბადაშვილი: პრემიერის ინიციატივას მორატორიუმის შესახებ პროკურატურა უპირობოდ შეასრულებს

19 აპრილი, 2014 • • 1013
ბადაშვილი: პრემიერის ინიციატივას მორატორიუმის შესახებ პროკურატურა უპირობოდ შეასრულებს

“პრემიერ-მინისტრის გაჟღერებული გადაწყვეტილება, რომელიც მომავალი არჩევნების სამართლიან და თანასწორუფლებიან გარემოში ჩატარებას ეხება, აუცილებლად, უპირობოდ შესრულდება პროკურატურის მხრიდან, ასევე, საქართველოს პროკურატურის ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საგამოძიებო და სხვა სამართალდამცავი და საგამოძიებო ორგანოების მხრიდან”– განაცხადა ბადაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით საარჩევნო კამპანიაში ჩართულ პირთა მიმართ სამართლებრივი პროცედურების განხორციელებაზე მორატორიუმი გამოაცხადა. აღნიშნული წინადადებით პრემიერმა სამართალდამცავ ორგანოებს მთავრობის 14 აპრილის სხდომაზე მიმართა.

 

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ყველა პარტიას მიეცეს სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის ჩატარების საშუალება. სწორედ ამიტომ, მინდა გამოვაცხადო მორატორიუმი და მივმართო სამართალდამცავ ორგანოებს, წინასაარჩევნო პერიოდში მაქსიმალურად შეიკავონ თავი იმ პირთა უფლებების კანონიერი შეზღუდვისა და იმ პირების დაკავებისგან, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ საარჩევნო კამპანიაში. ეს უნდა იყოს უკიდურესი ზომა და თან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს მკაფიოდ დასაბუთებული, გადაუდებელი აუცილებლობა. ცალსახად მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მთავრობის მთავარი პრიორიტეტია არჩევნების პერიოდში პოლიტიკური თავისუფლების უზრუნველყოფა,” – განაცხდა პრემიერმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი