ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანი სომხეთს კვლავ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ადანაშაულებს

19 აპრილი, 2014 • • 1348
აზერბაიჯანი სომხეთს კვლავ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ადანაშაულებს
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა 18 აპრილს და დღეს ღამით აზერბაიჯანულ პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს.  
 

სომხეთის მხრიდან თავდასხმას, აზერბაიჯანის მთავრობის ინფორმაციით, მოწინააღმდეგე მხარემ საპასუხოდ ცეცხლი გაუხსნა. აღნიშნული ფაქტის შესახებ არც სომხეთის და არც ყარაბაღის მხარეებს განცხადება არ გაუკეთებიათ. 
 

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა არაერთხელ დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი.
 

სომხეთის ამავე უწყების აქამდე გაკეთებული განცხადებების შესაბამისად, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი აზერბაიჯანის მხრიდან ირღვევა. 
 
მხარეების მიერ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა 7 აპრილს მოხდა, როდესაც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გამყოფ ზოლში ნაღმზე აფეთქების შედეგად დაიღუპა სამი სამხედრო მოსამსახურე, ექვსი კი დაიჭრა.


 

მასალების გადაბეჭდვის წესი