ახალი ამბები

ნოდარ ჯავახიშვილი: “ქართუ” ბანკში სამართალი არ აღდგენილა

19 აპრილი, 2014 • • 1296
ნოდარ ჯავახიშვილი: “ქართუ” ბანკში სამართალი არ აღდგენილა

“ქართუ” ბანკში არ აღდგენილა სამართალი. ეს იყო მსოფლიოში უპრეცედენტო დანაშაული, სადაც აღვირახსნილად იყო ჩართული ხელისუფლების ყველა შტო და, პირველ რიგში, უნდა გამოძიებულიყო ეს, თუ ჩვენ საერთოდ სახელმწიფოებრიობაზე გვაქვს საუბარი. სამწუხაროდ, ჩვენ დღესაც აღუდგენელი გვაქვს ბანდიტურად წართმეული ქონების და თანხების ნახევარი და თავად საქმე ნახევრამდეც არ არის მიყვანილი. ის, რომ ჩვენ ნახევარი დავიბრუნეთ, ნამდვილად არ იყო გამოძიების შესანიშნავი ქმედებების შედეგი, უბრალოდ, ბევრმა მათგანმა, ვინც ამ სქემაში მიიღო მონაწილეობა “ქართუ” ბანკის წინააღმდეგ, არ ვიცი, ნამუსმა შეაწუხათ, სინდისმა თუ პერსპექტივის შიშმა, მაგრამ მოვიდნენ და აღადგინეს თავიანთი, ასე ვთქვათ, ჩვენთვის წართმეული ქონება”.- განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა “ბიზნეს-კურიერთან” საუბრისას. 

 

მისივე განცხადებით, სამართლიანობის აღდგენაზე ვერ ვისაუბრებთ, სანამ “ქართუ” ბანკის გაკოტრების სქემაში მონაწილე პირები არ დაისჯებიან: 

 

“ჩვენ სქემაში მონწილეების აღვადგინეთ როგორც სესხი, თორემ ფული, ერთი-ორი მცირე თანხის გარდა, არავის არ მოუტანია და დანარჩენი ნახევარი დღესაც ჰაერშია. როდესაც დავიწყებთ დაყოფას, იმას ვაპატიოთ და ეს დავსაჯოთ, უკვე სამართლიანობიდან ძალიან შორს ვართ. ინტენსიურად და კვალიფიციურად უნდა იმუშაონ და როდესაც მოესწრება, მით უფრო ბევრ შემთხვევაში მოსასწრები არაფერი არაა. გეტყვით, რომ ჩვენს შემთხვევაში არის რაღაც საკითხები, რომლებიც ხელს უშლის, სქემაში მონაწილეების ნაწილი გაქცეულია საზღვარგარეთ ან ძებნაა ზოგზე გამოცხადებული, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში არაფერი არაა გამოსაძიებელი. არანაირი გამოუვალი სიტუაცია არ არსებობს. პროკურორებთან მქონდა საუბარი, ზარქუა რატომ არ დაკითხეს წელიწადნახევრის განმავლობაში, ამაზე პასუხი გამცეს რომელიმე პროკურორმა. გადაცემული გვაქვს ყველა საბუთი, ერთადერთი დარჩენილია კითხო, რატომ აკეთებდა ამას და წელიწადნახევარია ვერ გაუკეთებიათ”.-ამბობს ჯავახიშვილი.  

 

შეგახსენებთ, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “ქართუ ბანკის” გაკოტრების საქმესთან დაკავშირებით დაიწყო. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დანაშაულებრივი სქემა რამდენიმე ეტაპისგან შედეგბოდა, პირველ ეტაპი იყო პარლამენტის მიერ დამტკიცებული ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის თანახმად,  საგადასახადო დავალიანების აღმოჩენის შემთხვევაში სახელმწიფო უფლება ექნებოდა აუქციონის წესით გაეყიდა იურიდიული პირების ქონება, მიუხედავად იმისა, რომ ეს ქონება ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით იყო დატვირთული.

 

შსს–ს ინფორმაციით, იმ მიზნით, რომ ქართუს ქონება გონივრულ ფასში არ გამოესყიდათ,  აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელის ნიკოლოზ  მელიას ხელმძღვანელობით აუქციონის ჩაშლა ხდებდა. რის შემდეგაც აღსრულების ეროვნული ბიურო ქონებას ეკონომიკის სამინისტროს გადაცემდა,  ეკონომიკის სამინისტრო კი პრეზიდენტის განკარგულებით ქონებებს ასხვისებდა პირდაპირი მიყიდვის წესით.

 

 “დანაშაულებრივი სქემის თანახმად, ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი ბიზნესმენებს, რომელთაც საკრედიტო დავალიანება გააჩნდათ ბანკ ქართუში,  უნდა ეღიარებინათ არარსებული საგადასახადო დავალიანება. ამის შემდეგ იმ ქონებას, რომელიც ბანკის მიერ იპოთეკით იყო დატვირთული, გაიტანდნენ აუქციონზე, სადაც მყიდველი არ დაფიქსირდებოდა, შემდეგ კი ეკონომიკის სამინისტრო პირდაპირი მიყიდვის წესით, სიმბოლურ ფასებში გაყიდიდა იმ კომპანიებზე, რომლებსაც სიანმდვილეში ამავე ქონების ყოფილი  მეპატრონეები  აკონტროლებდნენ”


შსს აცხადებს, რომ  ამ გზით ხელისუფლებასთან დაახლოებულ ბიზნესმენებს ქონებაც არ ეკარგებოდათ და დანაშაულშლებრივ სქემაში მონაწილეობით უუქმდებოდათ ბანკი ქართუს საკრედიტო დავალიანება, რომლის უზურნველყოფასაც იპოთეკით დატვირთული ქონება წარმოადგენდა. შსს–ს ინფორმაციით  დაზარალებული რჩებოდა ბანკი ქართუ, რომელსაც იმ დროისათვის მეწარმე სუბიექტებისათვის მიცემული ჰქონდა 59  997 000 დოლარისა  და 3  757 000  ლარის კრედიტები. 

მასალების გადაბეჭდვის წესი