ახალი ამბები

მთავარი პროკურორი: საგამოძიებო ორგანოში გამოცხადება სააკაშვილის მოქალაქეობრივი ვალი იყო

19 აპრილი, 2014 • • 1045
მთავარი პროკურორი: საგამოძიებო ორგანოში გამოცხადება სააკაშვილის მოქალაქეობრივი ვალი იყო

“სამწუხაროა, რომ მიხეილ სააკაშვილმა თავი აარიდა საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, ეს მისი მოქალაქეობრივი ვალი იყო, თუმცა- არაუშავს, გამოძიება გაგრძელდება. არ არის აუცილებელი კონკრეტული მოწმის დაკითხვა. ჩვენ გამოძიებით მოვიპოვებთ იმ საკმაო მტკიცებულებებს, რაც მოგვცემს საფუძველს იმისა, რომ ობიექტურად ჩავატაროთ გამოძიება”. – განაცხადა ბადაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას. 

 

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს მოწმის სახით დაკითხვაზე რამდენიმე სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით დაიბარა. სააკაშვილი, რომელიც საქართველოში არ იმყოფება, პროკურატურაში 27 მარტს უნდა გამოცხადებულიყო, სატელევიზიო ეთერით მან განაცხადა, რომ საართველოში დაკითხვის გამო არ ჩამოვიდოდა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი