ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რუსეთი სამხრეთ ოსეთს მილიციის რეფორმირებაში დაეხმარება

18 აპრილი, 2014 • • 1317
რუსეთი სამხრეთ ოსეთს მილიციის რეფორმირებაში დაეხმარება

ოფიციალური ინფორმაციით, შეხვედრის დროს მხარეებმა სამხრეთ ოსეთში სამართალდამცავთა საქმიანობის ეფექტურობის გაზრდის საკითხებზე ისაუბრეს. 

 

როგორც შეხვედრის შემდეგ ზუბოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, მხარეებმა ასევე განიხილეს სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების პერსპექტივები. 

 

“საუბარი შეეხება არა იმას, რომ მილიციას პოლიცია დაერქმევა, არამედ იმას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ფუნქციების ოპტიმიზაცია მოხდება, თანამშრომლების ხელფასები მოიმატებს შიდა რეზერვების ხარჯზე. როგორც იცით, რუსეთში უკვე განხორციელდა რეფორმირების ეტაპი. სამუშაოები სამხრეთ ოსეთში რუსული გამოცდილების საფუძველზე ჩატარდება,”- განაცხადა რუსეთის შს მინისტრის მოადგილემ. 


გარდა ამისა, მისივე განცახდებით, აუცილებელია დარეგისტრირდეს ყველა იარაღი, რომელიც ამჟამად სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის ხელშია. 

 

“ჩვენ ვიცით, რომ მოსახლეობას ბევრი იარაღი აქვს, მაგრამ წესრიგის დაცვა ამ საკითხში აუცილებელია. ამისთვის საჭიროა იარაღის განსაზღვრული აღრიცხვა. შსს-სთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია.” 

 

მისი თქმით, პოლიციის რეფორმირების საკითხი მარტივი არ არის:

 

“ის დაკავშირებულია ნაციონალურ თვითშეგნებასთან, სამოქალაქო პასუხისმგებლობასთან, მაგრამ ჩვენ მას გადავწყვეტთ.” 


ფოტო: osinform.su
ფოტო: osinform.su

მასალების გადაბეჭდვის წესი