ახალი ამბები

რუსულ რაკეტა “საიუზს” გაშვებიდან 119-ე წამზე ავარია შეემთხვა

11 ოქტომბერი, 2018 • 2798
რუსულ რაკეტა “საიუზს” გაშვებიდან 119-ე წამზე ავარია შეემთხვა

რუსული  რაკეტა “საიუიზი” ავარიულად დაეშვა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

როგორც RIA წერს,  ჯერჯერობით უცნობია ავარიის ზუსტი მიზეზი, მაგრამ სამთავრობო გამოცემას სანდო წყაროები განუმარტავენ, რომ ავარიული სიტუაცია ტექნიკურ გაუმართაობას მოჰყვა. სისტემის ერთ-ერთი ბლოკი რაკეტის ძირითად ნაწილს დანიშნულ დროს არ მოსცილდა. აღნიშნულის შემდეგ, კი ავარიული სისტემა გააქტიურდა, რომელმაც ხომალდი რამდენიმე განყოფილებად დაყო.

Meduza-ს ინფორმაციით ავარია რაკეტის გაშვებიდან მალევე, 119-ე წამზე მოხდა.

ბორტზე ორი ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ერთი რუსი კოსმონავტი ალექსეი ოვჩინინი იყო, ხოლო მეორე- ამერიკელი ნიქ ჰეისი. არცერთი მათგანის სისცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.  ისინი ავარიულად ყაზახეთში დაეშვნენ. RIA წყაროზე დაყრდნობით ამბობს, რომ რუსეთი ეკიპაჟიან ფრენებს წყვეტს.

BBC-ის რუსული სამსახურის სტატიის მიხედვით, მსგავსი შემთხვევები საკმაოდ იშვიათად ხდება. მსგავსი რამ ბოლოს 1983 წელს მოხდა, როდესაც სტარტის შემდეგ რაკეტა აფეთქდა, თუმცა მაშინაც ეკიპაჟის ყველა წევრი გადარჩა.

მასალების გადაბეჭდვის წესი