ნეტგაზეთი | აფხაზეთის საგარეო უწყება ჟირინოვსკის განცხადებას უსაფუძვლოს უწოდებს აფხაზეთის საგარეო უწყება ჟირინოვსკის განცხადებას უსაფუძვლოს უწოდებს – Netgazeti
RU | GE  

აფხაზეთის საგარეო უწყება ჟირინოვსკის განცხადებას უსაფუძვლოს უწოდებს

აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა რუსეთის “ლიბერალ – დემოკრატიული პარტიის” [ЛДПР] ლიდერის, ვლადიმერ ჟირინოვკის განცხადებას, სადაც მან აფხაზეთი ტოტალურ კორუფციაში დაადანაშაულა. 

“ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა, ბატონმა ჟირინოვსკიმ თავს უფლება მისცა აფხაზეთთან დაკავშირებით ისეთი გამონათქვამები გამოეყენებინა, რომელიც შეიძლება შეფასდეს, როგორც უსაფუძვლო და არანაირი არგუმენტებით გამყარებული. მწუხარებით აღვნიშნავთ, რომ მის მსგავს გამოსვლებს წარსულშიც ჰქონდა ადგილი. მის სინდისზე ვტოვებთ ამ უსაზღვროდ ემოციურ განცხადებას, რომელიც არა პოლიტიკურ, არამედ პროფესიულ შეფასებას საჭიროებს. დარწმუნებული ვართ იმაში, რომ ეს არანაირად არ იქონიებს გავლენას აფხაზეთსა და რუსეთს შორის ტრადიციულ მეგობრულ ურთიერთობებზე და სტრატეგიულ პარტნიორობაზე,”- წერია აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

 

16 აპრილს ტელეკომპანია “როსია 1”-ის [«Россия 1»] გადაცემაში “ვოსკრესნი ვეჩერ” [“Воскресный вечер”] ვლადიმერ ჟირინოვსკიმ განაცხადა:


“ჩვენ თითქოს დავიცავით აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი და რა მივიღეთ? ტოტალური კორუფცია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ჩვენი ბიუჯეტიდან ორ დამოუკიდებელ სახელმწიფოს ვინახავთ, რუსი ხალხის ხარჯზე. რად გვინდა ჩვენ ეს? ან მთელი საქართველო უნდა აიღო, ან ეშმაკსაც წაუღია ყველა,”- განაცხადა ჟირინივსკიმ, რომელსაც წამყვანმა ვლადიმერ სოლოვიოვმა საუბარი შეაწყვეტინა. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი , ------------------------------------------------------------ , -------------------------------------------------------------- , მასალაში გამოყენებულია თვითაღიარებულ რესპუბლიკაში დამკვიდრებული ტერმინილოგია