ახალი ამბები

ცესკო: საინიციატივო ჯგუფებისთვის რეგისტრაციისა და კანდიდატის წარდგენის ვადა გაიზარდა

18 აპრილი, 2014 •
ცესკო: საინიციატივო ჯგუფებისთვის რეგისტრაციისა და კანდიდატის წარდგენის ვადა გაიზარდა

საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილების საფუძველზე, ზემოაღნიშნული პროცედურისთვის საინიციტაივო ჯგუფებს ვადა 10 დღით გაეზარდათ. შესაბამისად, რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაციის წარდგენის ბოლო ვადად 29 აპრილი განისაზღვრა (საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილების მიხედვით – კენჭისყრამდე არაუგვიანეს 47-ე დღისა). ასევე შეგახსენებთ, რომ საინიციატივო ჯგუფების მიერ მხარდამჭერთა სიების წარდგენის ბოლო ვადა 6 მაისია”, – ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.

დეტალურად ვადების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკში.   

 

ცესკო
ცესკო

მასალების გადაბეჭდვის წესი