ახალი ამბები

საქართველოს მოქალაქეებმა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში შესაძლოა უვიზოდ მიმოსვლა შეძლონ

11 ოქტომბერი, 2018 • 12421
საქართველოს მოქალაქეებმა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში შესაძლოა უვიზოდ მიმოსვლა შეძლონ

საქართველოს მოქალაქეებმა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში შესაძლოა უვიზოდ მიმოსვლა შეძლონ. საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოს ელჩი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ბექა დვალი აცხადებს, რომ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა მზად არის რამდენიმე ქვეყანასთან და მათ შორის საქართველოთან უვიზო რეჟიმი ამოქმედდეს.

“რამდენიმე დღის წინ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის შს მინისტრმა განაცხადა, რომ რამდენიმე ქვეყნის მიმართ ვიზის ლიბერალიზაციის მიმართულებით ნაბიჯს გადადგამდნენ. ამ ქვეყნებს შორის საქართველოც დასახელდა. სულ მალე, ალბათ, ფორმალურად ეს განმტკიცდება და იმედი გვაქვს, რომ საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ უვიზოდ ჩამოვიდნენ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში”,-აცხადებს ელჩი.

ამჟამად ქვეყანაში შესასვლელად საქართველოს მოქალაქეებს ვიზის აღება უკრაინაში უწევთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი