თბილისში, ელიავას ბაზრობაზე, საწყობი და ხის მასალები დაიწვა.

საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ცნობით, დამწვარია დაახლოებით  800 კვ. მ. ფართობი.

ადგილზე  17 სახანძრო -სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. დილისთვის ხანძარი უკვე ლოკალიზებულია.

რიგორც საგანგებო სიტუაციათა სამსახური იუწყება, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.