ახალი ამბები

დამანგრეველი ქარიშხალი მაიკლი ფლორიდას მისწვდა

11 ოქტომბერი, 2018 • 1376
დამანგრეველი ქარიშხალი მაიკლი ფლორიდას მისწვდა

მეოთხე კატეგორიის ქარიშხალი მაიკლი ფლორიდის სანაპიროს უტევს.

ქარიშხლის სისწრაფე 255 კმ/სთ-ს აღწევს.

ასობით ათასი ადამიანი გააფრთხილეს და ევაკუაციისკენ მოუწოდეს, თუმცა, BBC-ის ინფორმაციით, ბევრს ჯერ კიდევ არ დაუტოვებია საცხოვრებელი,

ფლორიდის გუბერნატორის თქმით, შტორმს “წარმოუდგენელი გამანადგურებელი ზიანის” მოტანა შეუძლია, მაიკლი კი, სავარაუდოდ,  ყველაზე ცუდი ქარიშხალია, რაც ბოლო 100 წლის განმავლობაში ფლორიდაში დაფიქსირებულა.

ამ შაბათ-კვირას, სულ ცოტა, 13 ადამიანი უკვე დაიღუპა ცენტრალურ ამერიკაში შტორმის თანხმლებ წვიმებსა და წყალდიდობებში.

AP-ის თანახმად, 6 მათგანი დაიღუპა ჰონდურასში, 4 ნიკარაგუაში და 3 ელ სალვადორში.

მასალების გადაბეჭდვის წესი