ახალი ამბები

ქარტია რუსთავი2-ის ჟურნალისტებზე თავდასხმის სწრაფ გამოძიებას ითხოვს

10 ოქტომბერი, 2018 • 1461
ქარტია რუსთავი2-ის ჟურნალისტებზე თავდასხმის სწრაფ გამოძიებას ითხოვს

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია საგამოძიებო ორგანოებსა და ხელისუფლებას მოუწოდებს, დანაშაულის “სწრაფი და ეფექტიანი გამოძიებით” გაემიჯნონ “მედიაზე ძალადობას და უზრუნველყონ საქართველოში ჟურნალისტების უსაფრთხოდ მუშაობა”.

რუსთავი2-ის ცნობით, 10 ოქტომებრს “კურიერის” ჟურნალისტ ეკა გაგუასა და ოპერატორ ლევან კალანდიას “ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს საქართველოს” ოფისის წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ, წაართვეს ვიდეოკამერა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს.

როგორც ტელეკომპანია იუწყება, “კურიერი” რეპორტაჟს ამზადებდა რკინიგზის ახალი მაგისტრალის მშენებლობის დროს გამოვლენილ დარღვევებზე, რა დროსაც კომპანიის წარმომადგენლებმა ჟურნალისტს კამერა წაართვეს და მოპოვებული ვიდეომასალის წაშლა სცადეს, შემდეგ კი ვიდეოკამერა წაართვეს.

როგორც ნეტგაზეთს უწყებაში უთხრეს, გამოძიება 154-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს, რომელიც ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით არის ჩადენილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი