კახეთის სოფელ იორმუღანლოში ათობით ცხვარი დაიხოცა, უფრო მეტი კი მოიწამლა, ავრცელებს ინფორმაციას ტელეკომპანია რუსთავი2.
რუსთავი2-ის კადრებში ჩანს დახოცილი ცხვრები.
ტელეკომპანიის ცნობით, დაიხოცა 50-მდე ცხვარი, ხოლო 100-დან 150-მდე — მოიწამლა.
ნეტგაზეთს შსს-ში უთხრეს, რომ გამოძიება სსკ-ის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის მიმართ სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.
შსს-ში ჯერჯერობით ვერ აზუსტებენ, რამდენი ცხოველია მკვდარი.
მათი ცნობით, ამჟამად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და ტარდება ექსპერტიზა.
ნეტგაზეთი ცდილობს დამატებითი დეტალების გარკვევას…