ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ირაკლი ხინთბა: აფხაზეთის და საქართველოს წარმომადგენლები სხვადასხვა ენაზე საუბრობენ

16 აპრილი, 2014 • • 1638
ირაკლი ხინთბა: აფხაზეთის და საქართველოს წარმომადგენლები სხვადასხვა ენაზე საუბრობენ

ირაკლი ხინთბა
ირაკლი ხინთბა

“სინამდვილეში, ჟენევაში საუბარი შეეხებოდა მე-20 საუკუნის განმავლობაში საქართველოში გატანილი აფხაზური კულტურული ფასეულობების შესწავლის მექანიზმის შექმნის საკითხს. როგორც ჩანს, ადგილი აქვს ჩვეულებრივ გაუგებრობას იმ კუთხით, რომ აფხაზეთის და საქართველოს წარმომადგენლები სხვადასხვა ენაზე საუბრობენ, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით,”- წერს ირაკლი ხინთბა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. 

 

 
“მივიღეთ პირობა, რომ გამოინახება გამოსავალი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების საკითხის მოსაგვარებლად. შესაძლოა, შეიქმნას კომისია, რომელშიც ქართველი, აფხაზი და საერთაშორისო ექსპერტები იქნებიან ჩართულნი“, – ეს განცხადება  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ციხელაშვილმა გააკეთა, რომელიც ჟენევაში საერთაშორისო დისკუსიების 27-ე რაუნდში მონაწილეობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი