“დღეიდან ჩვენი კოალიციის საარჩევნო შტაბი სრულად არის მობილიზებული. უკვე გახსნილია და სრული დატვირთვით მუშაობს 74 საარჩევნო შტაბი მთელი ქვეყნის მასშტაბით. მივმართავ ყველა ამომრჩეველს, მაქსიმლაურად იყავით ჩართულები. ერთად ვიზრუნოთ საქართველოზე. მინდა გაგაცნოთ ცენტრალური საარჩევნო შტაბის პრესსპიკერი გიორგი გეგეჭკორი. იმედს გამოვთქვამ, რომ მედიასაშუალებებს გიორგისთან წარმატებული და ნაყოფიერი თანამშრომლობა გექნებათ.
გიორგი გეგეჭკორი აცხადებს, რომ კოალიცია “ქართული ოცნება” ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებაში დარწმუნებულია.
“დღეს გაცნობითი შეხვედრაა. ჩვენ გამარჯვებაში დარწმუნებულები ვართ. თვითმმართველ ქალაქებში მერობის კანდიდატებს კი 26 აპრილს წარმოგიდნეთ”, – განაცხადა გეგეჭკორმა.
გიორგი გეგჭკორი ექს–პრემიერ ბიძინა ივანიშვილის თანაშემწედ მუშაობდა საქართველოს მთავრობაში.





