ახალი ამბები

უკრაინაში სამხედრო საწყობი აფეთქდა

9 ოქტომბერი, 2018 • 1036
უკრაინაში სამხედრო საწყობი აფეთქდა

უკრაინაში, ჩერნიგოვის ოლქში მდებარე მე-6 სამხედრო არსენალის საწყობში აფეთქება მოხდა.

სააგენტო “უნიანის” ინფორმაციით, აფეთქების გამო ჩერნიგოვის მთელ ოლქში მიღებულია საგანგებო ზომები.

“03:30 საათზე შემოვიდა შეტყობინება მე-6 არსენალის ხელმძღვანელისგან, რომ იჩნიას დასახლებულ პუნქტში აფეთქება მოხდა. მასშტაბები ზუსტდება. ყველა შესაბამისი სამსახური და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ინფორმირებულია. მიმდინარეობს ხალხის ევაკუაცია”, – ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის განცხადებაში.

საწყობში რამდენიმე აფეთქება მოხდა და აფეთქებების ხმა იჩნიადან 40 კილომეტრით დაშორებულ ოლქებშიც ისმოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი